საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

3 ოქრო და 7 ბრინჯაო - პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ქართული მონაგარი
10:27 | July 14 2017

8-10 ივლისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი Ziolkowski, Pytlasinski & Poland Open ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში.

 

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 2 ოქროსა და 5 ბრინჯაოს მედალია. მთავარი მწვრთნელის გიორგი იანტბელიძის გუნდიდან წაუგებლად ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორმა ზურა იაკობიშვილმა (70) ჩაამთავრა. ხინჩეგაშვილმა ფინალში მოლდაველი ანდრეი პერპელიტა დაჯაბნა სუფთა ანგარიშით 10-0, იაკობიშვილმა რუსეთის წარმომადგენელ მაგოდმეხაბიბ კადიმაგომედოვს სძლია 13-7. მესამე საპრიზო ადგილები კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ (61), ავთანდილ კენჭაძემ (74), დავით ხუციშვილმა (86), ელიზბარ ოდიკაძემ (97) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125) დაიკავეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

 

 

ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების მონაგარი კი 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალია. ტურნირის ჩემპიონი ლევან არაბული (130) გახდა, ვინც ფინალში ლიტველი მანტას კნისტაუტასი დამაჯერებლად დაამარცხა 5-0. ბრინჯაოს მედლები კი ოლიმპიურმა პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ (71) და რობერტ კობლიაშვილმა (85) მოიპოვეს.