საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ევრო-2017! ახალგაზრდების ოთხი მედალი ოთხი შესაძლებლიდან
11:34 | July 01 2017

2-2 ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს, სოსო ჯაბიძის გუნდიდან ხალიჩაზე დღეს ოთხი ქართველი ფალავანი გავიდა და ყველამ შეძლო მედლის მოპოვება.

 

ევროპის ჩემპიონები რამაზ სილაგავა (50) და ლერი აბულაძე (60) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები ბექა მამუკაშვილმა (74) და გიორგი ბარბაქაძემ (96) დაისაკუთრეს.

 

რამაზ სილაგავამ საჩემპიონო გზაზე მოლდოველი არტემ დელეანუ (7:0),  სომეხი აშოტ მხითარიანი (4:1) და თურქი ქემალ მუთლუ (14:11) დაამარცხა, ფინალში კი ეფექტურად შესრულებული 4 ქულიანი კისრულით 5-1 დაამარცხა აზერბაიჯანელი ზულფიგარ ალიევი და კონტინენტის ჩემპიონობა მოიპოვა.

 

ლერი აბულაძემაც  საჩემპიონო ბრძოლაში შვედეთის ნაკრების წევრი არდიტ ფაზლიია (6:4) დაამარცხა, მანამდე კი  რუმინალ ტეოდორ ჰორატაუს (3:1), ბელარუს მაქსიმ ნეჰოდასა (2:1) და სომეხ ჰრაჩა პოღოსიანს (1:1) აჯობა.

 

ბექა მამუკაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელ დომინიკ გეგენის (5:1) მოუგო. გიორგი ბარბაქაძემ კი მედლისათვის შეხვედრაში შვეიცარიელ დამიან ვონ ეუვს (2:0) აჯობა.

 

პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში 36 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მეორე ადგილზე რუსეთია 32 ქულით, ხოლო მესამეზე უკრაინა 25.

 

ხვალ ევროპის ჩემპიონატზე მედლების ბოლო ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ნუგზარ წურწუმია (55 კგ), გიორგი კურტანიძე (66 კგ), თემურ ჭკუასელიძე (84 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ) ჩაებმებიან.

 

50 კგ

1. რამაზ სილაგავა (საქართველო) 2. ზულფიგარ ალიევი (აზერბაიჯანი) 3. ქემალ მუტლუ (თურქეთი) და ატმირ კუტჩევი (რუსეთი)

 

60 კგ

1. ლერი აბულაძე (საქართველო) 2. არდიტ ფაზლიია (შვედეთი) 3. ფადის ვალიტოვი (რუსეთი) და ჰრაჩია პოღოსიანი (სომხეთი)

 

74 კგ

1. ნარეკ ოგანიანი (რუსეთი) 2. ელმარ ნურალიევი (უკრაინა) 3. მალხაზ ამოიანი (სომხეთი) და ბექა მამუკაშვილი (საქართველო)

 

96 კგ

1. მარტინ სავოლაინენი (ფინეთი) 2. სულეიმან ერბაი (თურქეთი) 3. ვლადენ კოზლიუკი (უკრაინა) და გიორგი ბარბაქაძე (საქართველო)