საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გივი მაჭარაშვილის ევროპის 2-გზის ჩემპიონია, კენჭაძემ ვერცხლის და ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
06:57 | June 27 2017

წარმატებით დაიწყო ასპარეზობა საქართველო თავისუფალი სტილით ნაკრებმა 27 ივნისს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, შეჯიბრების პირველ დღეს სამი ქართველი ფალავანი გავიდა ხალიჩაზე რომლებმაც სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვეს.

 

ევროპის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი გახდა ვინც წელს მეორე მოიგო კონტინენტური პირველობა, შეგახსნებეთ რომ მარტში მაჭარაშვილმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზეც გაიმარჯვა. ვერცხლის მედალს ნიკა კენჭაძე (74) დაეუფლა, ბრინჯაოს მედალი კი ედემი ბოლქვაძემ (60) მოიპოვა.

 

გივი მაჭარაშვილი ფინალში იტალიელ სიმონე იანატონის 44 წამში აშკარა უპირატესობით 10-0 მოუგო და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა, საფინალო გზაზე ქართველმა ფალავანმა სამი მეტოქე ჩამოიცილა, ბერძენი აკრიტიდისი 2:32 წუთში აშკარა უპირატესობით 14-2 დაამარცხა, მეოთხედფინალში დაძაბულ ბრძოლაში 15-7 მოუგო აზერბაიჯანელ მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს, ნახევარფინალში თურქი იბრაჰიმ ჩიფჩი დაამარცხა 13-5.

 

ოქროს მოსაპოვებლად ერთი გამარჯვება დააკლდა ნიკა კენჭაძის ვინც ვერცხლის მედალს დასჯერდა,ფინალამდე კი 4 მეტოქე სუფთა გამარჯვებით ჩამოიშორა, ფრანგი ანდრე აფა 55 წამში წმინდად დაამარცხა, მომდევნო შეხვედრაში 1:52 წუთში 10-0 მოუგო სომეხ არმან ავაგიანს, 5:09 წუთი დასჭირდა გერმანელი კრისტოფ სტეინფორტის დასამარცხებლად 12-2, ნახევარფინალში კი 1:07 წუთში წმინდად მოუგო თურქ მუჰამეტ კუჩუკილდირიმის.

 

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ედემი ბოლქვაძე რუმინელ სტეფან კომანს 5-1 მოუგო, მანამდე კი 4 შეხვედრა ჩაატარა, მაკედონიელ ელმედინ სეიფულაის 8-0, პოლონელ ბარტოზს სტავინოგას 10-0 და თურქ უტკუ დოგანს 8-7 სძლია, ნახევარფინალში კი ბოლო წამებზე დამარცხა უკრაინელ ანდრეი იაცენკოსთან.

 

ხვალ 28 ივნისს დორტმუნდში, დარჩენილი 55, 66, 84, 120 კგ კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ, საქართველოს სახელი კი თეიმურაზ ვანიშვვილი (55), მირზა სხულუხია (66), ზაურ ბერაძე (84) და ზურიკო ურთაშვილი (120) გამოვლენ.