საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭაბუკების 13 მედალი და გუნდური პირველი ადგილი უკრაინიდან
10:43 | June 18 2017

16 ივნისს, ლვოვში გაიმართა უკრაინის დამსახურებული მწვრთნელის ოლეგ საზანოვის ხსოვნის ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში სადაც საქართველოს ნაკრებმა 8 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 


გიორგი კვინიკაძის გუნდიდან ჩემპიონები გიორგი ჭოლაძე (46), დიმიტრი სალდაძე (50), ვლადიმერ გამყრელიძე (54), თორნიკე ქათამაძე (58), ბაგრატ გაგნიძე (69), ლაშა ბაირამოვი (76), დავით ქოჩქიანი (85) და ჭაბუკი გამყრელიძე (100) გახდნენ.
მეორე საპრიზო ადგილები გიორგი გეგელაშვილმა (50) და ნუგზარ სხირელმა (69) დაიკავეს, ბრინჯაოს მედლებს კი ავთანდილ გოდელაშვილი (58), გიორგი ელბაქიძე (69) და თამაზი შავაძე (50) დაეუფლნენ.

 

ტურნირში მონაწილეობას პოლონეთის, საბერძნეთის, ლატვიის, ესტონეთის, ბელარუსიის, უკრაინისა და საქართველოს ნაკრებები იღებნდნენ.

 

მთავარი მწვრთნელი: გიორგი კვინიკაძე

უფროსი მწვრთნელები: ლაშა ქეთიშვილი, ალექსანდრე პატარქალიშვილი დაშალვა მუზიაშვილი

რეფერი: ელგუჯა ქობესაშვილი