საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

8 ოქრო, 4 ვერცხლი, 12 ბრინჯაო - თბილისის საერთაშორისო გრან-პრის ქართული მონაგარი
12:05 | June 12 2017

10-11 ივნისს, 6 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის სპორტი სასახლეში კვლავ გაიმართა ლეგენდარული ქართველი მოჭიდავეების გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში.

 

მასპინძლების გარდა თბილისის ტურნირში მონაწილეობა სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, უნგრეთის, ირანის, ყაზახეთის, ნორვეგიის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ესპანეთის, შვედეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, თურქეთის, აშშ-ს ნაკრები გუნდების 300-ამდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

 

გახსნის ცერემონიაზე შეკრებილ გულშემატკივრებს და დელეგაციის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ, ჩემპიონ-პრიზიორები კი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ მოჭიდავეთა 8-8 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. თბილისურ პოდიუმზე სულ 24 ქართველი ფალავანი ავიდა.

 

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალია. გიორგი იანტბელიძის გუნდიდან შეჯიბრება წაუგებლად ბექა ლომთაძემ (57), ჯუმბერ ყველაშვილმა (74) და გენო პეტრიაშვილმა (125) ჩაამთავრა, პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ შოთა ფარტენაძეს (61), ზურაბ ერბოწონაშვილს (70) და დავით ხუციშვილს (86), მესამე საპრიზო ადგილები კი შალვა ხუციშვილმა (61). კახა ელბაქიძემ (65), დავით ტლაშაძემ (70) ტარზან მაისურაძემ (74), ირაკლი მწითურმა (86) მამუკა კორძაიამ (97), გიორგი მეშვილდიშვილმა (97) დაიკავეს.

 

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ ამჯერად 57 კგ-ში იასპარეზა და საჩემპიონო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიცილა, სომეხ გრიგორ გრიგორიანს 10-0 და თურქ ბარის კაიას 10-4 მოუგო, ნახევარფინალში აზერიბაჯანელი ფავრიზ იბრაგიმოვი ვადაზე ადრე დაამარცხა 11-0, ფინალში კი  აზერბაიჯანის კიდევ ერთ წარმომადგენელ მიჯალა ჰასანზადას 11-7 მოუგო.

 

74 კგ-ში მოასპარეზე ჯაბა ყველაშვილი პირველ შეხვედრაში იოლად გაუსწორდა პოლონელ მარცინ მაიკას 10-0, შემდეგ ტაჯიკ გამიდ ჯალილოვს 4-2 მოუგო, ფინალში კი სომხების ევროპის პრიზიორი გრიგორი გრიგორიანი უშანსონ დაამარცხა 10-0.

 

ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა ყველა შეხვედრაში ქულების აშკარა უპირატებოსით ვადაზე ადრე გაიმარჯვა, ომარ გუსოშვილი, პოლონელი რობერტ ბარანი და თურქი ჰუსეინ ჩიველი ერთნაირი ანგარიშით 10:0 ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი უნგრელ დანიელ ლიგეტის 13-3 მოუგო.

 

ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების მონაგარი კი 5 ოქროს, 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალია. ტურნირის ჩემპიონები შმაგი ბოლქვაძე (71), ნიკოლოზ კელასოვი (80), რობერტ კობლიაშვილი (85), რევაზ ნადარეიშვილი (98) და იაკობ ქაჯაია (130) გახდნენ. მეორე საპრიზო ადგილი რამაზ ზოიძემ (71) დაიკავა, ბრინჯაოს მედლები კი ედნარ შავაძემ (66), იური ლომაძემ (71), მინდია წულუკიძემ (75), ლაშა გობაძემ (80) და ვასილ იმერლიშვილმა (130) მოიპოვეს.

 

ოლიმპიურმა პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა ახალ 71 კგ კატეგორიაში, თორნიკე ჯანგავაძე, თურქი არსლან ჩენგიზი , საფრანგეთის წარმონადგენელი ნიკოგოსიანი ერთნაიგი ანგარიშით 2-1 დაამარცხა, ნახევარფინალში უნგრელ ბალინტს მოუგო 2-2, ფინალში კი თანაგუნდელი რამაზ ზოიძეს სძლია 3-0.

 

80 კგ-ში მოასპარეზე ნიკოლოზ კელასოვმა ყაზახი დანიელ გაჯიევი 2-0, ამერიკელი ჩავესი და სომეხი კოჩარიანი 2-1 დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი სომეხ მაქსიმ მანუკიანს 3-1 მოუგო.

 

ევროპის ვიცე-ჩემპიონმა რობერტ კობლიაშვილმა 85 კგ საფინალო გზაზე 3 მეტოქე ჩამოშორა, ყაზახი ვალიოს 3-1, უნგრელებს სზილვასის 2-1 და ვიქტორ ლორინცს 6-2 მოუგო, ფინალში კი ამერიკელ ბენ პროვიზორს აჯობა 2-0.

 

რევაზ ნადარეიშვილმა საჩემპიონო გზაზე 4 მეტოქეს მოუგო, ალექსი ლოდია 9-2, სომეხი ვაღარშაკ მინასიანი 5-0, ირანელი ამირ ჰოსეინი 2-1 დაამარცხა, ფინალი კი სომხების მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონი არტურ ალექსანიანთან მეტად დაძაბული გამოდგა, ქართველი ფალავანი 2-1-ს ამარცხებდა მეტოქეს, შეხვედრის დასრულებამდე 47 წამი იყო დარჩენილი როდესაც სომეხს ნერვებმა უმტყუნა, რისთვისაც UWW-ს დელეგატმა არასპორტული საქციელის გამო შეხვედროდან მოხსნა და გამარჯვებაც ნადარეიშვილს მიენიჭა.

 

მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ სომეხი ედგარ ხაჩატრიანი 7-0, უნგრელი ბილინტ ლამი 9-0, ყაზახი ნურმახან ტინალიევი 7-5 დაამარცხა, ფინალში ბელარუს კირილ ხრიშჩანკას 2-1 მოუგო.

 

თავისუფალი ჭიდაობა

 

57 კგ

1. ბექა ლომთაძე (საქართველო) 2. მიჯალა ჰასანზადა (აზერბაიჯანი) 3. გარიკ ბარსეგიანი (სომხეთი) და ბარის კაია (თურქეთი)

 

61 კგ
1. გალიბ ალიევი (აზერბაიჯანი) 2. შოთა ფარტენაძე (საქართველო) 3. ოზდემირ სედატი (თურქეთი) და შალვა ხუციშვილი (საქართველო)

 

65 კგ

1. ვალოდია ფრანგულიანი (სომხეთი) 2. სელაჰატინ კილიჩსალაიანი (თურქეთი) 3. ნარეკ სირუნიანი (სომხეთი) და კახა ელბაქიძე (საქართველო)

 

70 კგ
1. ჯამალ ებადი (ირანი) 2. ზურაბ ერბოწონაშვილი (საქართველო) 3. იოშგუნ აზიმოვი (აზერბაიჯანი) და დავით ტლაშაძე (საქართველო)

 

74 კგ

1. ჯუმბერ ყველაშვილი (საქართველო) 2. გრიგო გრიგორიანი (სომხეთი) 3. გამიდ ჯალილოვი (ტაჯიკეთი) და ტარზან მაისურაძე (საქართველო)

 

86 კგ
1. ალექსანდრ გოსტიევი (აზერბაიჯანი) 2. დავით ხუციშვილი (საქართველო) 3. მურატ ერთურქი (თურქეთი) და ირაკლი მწითური (საქართველო)

 

97 კგ

1. მოიტაბი გოლეი (ირანი) 2, სულეიმან კარადენიზი (თურქეთი) 3. მამუკა კორძაია (საქართველო) და გიორგი მეშვილდიშვილი (საქართველო)

 

125 კგ
1. გენო პეტრიაშვილი (საქართველო) 2. დანიელ ლიგეტი (უნგრეთი) 3. ამირ რეზა (ირანი) და რობერტ ბარანი (პოლონეთი)

 

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

 

59 კგ

1. მეირამბეკ აინაგულოვი (ყაზახეთი) 2. ანდრე სტიგი (ნორვეგია) 3. აკბარი მოსაიევი (ირანი) და აჰმეტ უჩარი (თურქეთი)

 

66 კგ
1. დინარ კალენივო (ყაზახეთი) 2. ალეხანდრო სანჩო (აშშ) 3. მატე კრსზნაი (უნგრეთი) და ედნარ შავაძე (საქართველო)

 

71 კგ

1. შმაგი ბოლქვაძე (საქართველო) 2. რამაზ ზოიძე (საქართველო) 3. იური ლომაძე (საქართველო) და არსლან ჩენგიზი (თურქეთი)

 

75 კგ
1. კარაპეტ ჩალიანი (სომხეთი) 2. მაკსატ ერეჯაპოვი (ყაზახეთი) 3. მინდია წულუკიძე (საქართველო) და ტამას ლორინცი (უნგრეთი)

 

80 კგ

1. ნიკოლოზ კელასოვი (საქართველო) 2. მაქსიმ მანუკიანი (სომხეთი) 3. დანიელ გაჯიევი (ყაზახეთი) და ლაშა გობაძე (საქართველო)

 

85 კგ
1. რობერტ კობლიაშვილი (საქართველო) 2. ბენ პროვისორი (აშშ) 3. ვიკტორ ლორინცი (უნგრეთი) და სამან აზიზი (ირანი)

 

98 კგ

1. რევაზ ნადარეიშვილი (საქართველო) 2. ამირ ჰოსეინი (ირანი) 3. სერჰეი სტარადუბი (ბელარუსი) და მათე სოფაძე (საქართველო)

 

130 კგ
1. იაკობ ქაჯაია (საქართველო) 2. კირილ ხრიშჩანკა (ბელარუსი) 3. ნურმახან ტინალიევი (ყაზახეთი) და ვასილ იმერლიშვილი (საქართველო)