საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თემო ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი
10:34 | June 07 2017

6-7 ივნისს, რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულმა დარბაზმა, მსოფლიო ჩემპიონის თემო ყაზარაშვილის სახელობის რიგით XX საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.

 

შეჯიბრება ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების „UWW“-ს ეგიდით გაიმართა, სადაც მონაწილეობას 8 ქვეყნის (რუსეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, და საქართველო) 150-ამდე სპორტსმენმა  მიიღო.

 

ქართველმა ფალავნებმა ჯამში 16 მედალი - 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 10 ბრინჯაო მოიპოვეს. ტურნირის ჩემპიონები ბექა გურული (54), გიორგი შოთაძე (58) და დავით სოლოღაშვილი (69) გახდნენ, ვერცხლის მედლებს გიორგი ჩხიკვაძე (54), ირაკლი ნაკაშია (58) და ნიკა შერბაკოვი (69) დაეუფლნენ, მესამე საპრიზო ადგილები კი დიმიტრი ხაჩიძემ (46), გურამ აბრამიშვილმა (46), გიორგი პერტაიამ (58), მალხაზ მელაძემ (58), ომარ სირაძე (69), ნიკოლოზ მშვილდაძემ (76), გიორგი ნოზაძემ (76), ლუკა ხუციშვილმა (85), გიორგი ცოფურაშვილმა (85) და ელგუჯა სილაგაძემ (100) დაიკავეს.

 

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე ყაზახეთი გავიდა და მესამეზე აზერბაჯანი.

 

42 კგ
1. ქურბან ქურაბნოვი (აზერბაიჯანი)

2. არიზ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

3. იერასილ მამირბეკოვი (ყაზახეთი) და ნაურუზ აბიბულაიევი (ყაზახეთი)

 

46 კგ

1. ნიჰატ მამადლი (აზერბაიჯანი)

2. ჰასრატ ჯაფაროვი (აზერბაიჯანი)

3. დიმიტრი ხაჩიძე (საქართველო) და გურამ აბრამიშვილი (საქართველო)

 

50 კგ
1. ასგარ ალიზადე (აზერბაიჯანი)

2. მუჰამედ კოშკარი (ყაზახეთი)

3. ზაურ ალიევი (აზერბაიჯანი) და ნურსულტან ბაზარბაიევი (ყაზახეთი)

 

54 კგ

1. ბექა გურული (საქართველო)

2. გიორგი ჩხიკვაძე (საქართველო)

3. დარხან მურატბეკოვი (ყაზახეთი) და რუბერ ჰაკობიანი (სომხეთი)

 

58 კგ
1. გიორგი შოთაძე (საქართველო) 

2. ირაკლი ნაკაშია (საქართველო) 

3. გიორგი პერტაია (საქართველო) და მალხაზ მელაძე (საქართველო)

 

63 კგ

1. რახატ საგიმაი (ყაზახეთი)

2. ბაკ გერგელი (უნგრეთი)

3. საიატ სეილხანული (ყაზახეთი) და ასაუხატ მუხამადიევი (ყაზახეთი)

 

69 კგ
1. დავით სოლოღაშვილი (საქართველო) 

2. ნიკა შერბაკოვი (საქართველო) 

3. ომარი სირაძე (საქართველო) და ლეონიდ პროსკურობიჩი (ყაზახეთი)

 

76 კგ

1. ისტვა ტაკაჩსი (უნგრეთი)

2. დაულეთ ჯალგასოვი (ყაზახეთი)

3. ნიკოლოზ მშვილდაძე (საქართველო) და გიორგი ნოზაძე (საქართველო)

 

85 კგ
1. ალექს სზოკე (უნგრეთი) 

2. ტიგრან ზოლოიტი (რუსეთი)

3. ლუკა ხუციშვილი (საქართველო) და გიორგი ცოფურაშვილი (საქართველო)

 

100 კგ

1. ბალინტ ვატზი (უნგრეთი) 

2. ასეტ ბურიევი (ყაზახეთი)

3. ელგუჯა სილაგაძე (საქართველო) და ისლამ უმაევი (ყაზახეთი)