საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თბილისის საერთაშორისო ტურნირი ბრუნდება
07:06 | May 31 2017

10-11 ივნისს, თბილისი ლეგენდარული ქართველი მოჭიდავეების გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშებას უმასპინძლებს. ტრადიციული, პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი საქართველოში რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ისევ გაიმართება, შეჯიბრში მონაწილეობას 20 ქვეყნის 250-ამდე სპორტსმენი მიიღებს. 

 

ტურნირი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგითით  გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება სადაც საუკეთესოები ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა 8 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ჩემპიონ-პრიზიორები მედლებთან და თასთან ერთად ფულადი პრიზებითაც დაჯილდოვდებიან, გამარჯვებული 1000$-ს, მეორე ადგილოსნები 800$-ს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები 500$-ს მიიღებენ.

 


გაფართოებული შემადგენლობებით იასპარეზებს საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ნაკრებები, თბილისის გრან-პრი ერთ-ერთი ძირითადი ეტაპი იქნება ეროვნული ნაკრებების დასაკომპლექტებლად 21-26 აგვისტოს, პარიზში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისათვის. 

 

ტურნირის პროგრამა: 

 

9 ივნისი

17.00 - 18.00 - აწონვა ბერძნულ-რომაული 59-71-80-98  კგ, თავისუფალი  57-65  -74-97 კგ. სპორტის სასახლე (26 მაისის #1)

 

10 ივნისი

09.00-14.00 - წინასწარი და დამამშვიდებელი ეტაპის შეხვედრები (ბ/რ 59-71-80-98) & (თ/ჭ 57-65  -74-97)

15.30-16.00 - აწონვა ბ/რ 66-75-85-130 კგ & თ/ჭ 61-70-86-125 კგ

16.30 - გახსნის ცერემონია

17.00-20.00 - ფინალური ბლოკი ბ/რ 59-71-80-98  კგ & თ/ჭ 57-65-74-97 კგ

 

11 ივნისი 

09.00-14.00 - წინასწარი და დამამშვიდებელი ეტაპის შეხვედრები (ბ/რ 66-75-85-130) & (თ/ჭ 6l -70-86-125)

17.00-20.00 - ფინალური ბლოკი ბ/რ 66-75-85-130  კგ & თ/ჭ 6l -70-86-125 კგ

 

დასწრება თავისუფალია.

 

თბილისის საერთაშორისო ტურნირს FILA-ს გადაწყვეტილებით 1962 წლიდან  ჩაეყარა საფუძველი, რომელმაც ისე გაითქვა სახელი, რომ არაოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატად მოიხსენიებდნენ. თითქმის 30 წლის განმავლობაში თბილისის ტურნირზე საჭიდაოდ ჩამოდიოდნენ პლანეტის უძლიერესი ფალავნები, აქ გამარჯვება კი მეტად საპატიოდ ითვლებოდა. სწორედ ამ ტურნირზე აიდგა ფეხი ლევან თედიაშვილმა, რომელიც შემდგომ XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფალავნად აღიარეს. თბილისის ტურნირზე გაუმარჯვიათ ისეთ ფალავნებს როგორებიც არიან ნოდარ ხოხაშვილი, ვლადიმერ რუბაშვილი, ტარიელ ალიბეგაშვილი, ზარბეგ ბერიაშვილი, შოთა ლომიძე, ნოდარ მოდებაძე, გურამ საღარაძე, გოგი მაკასარაშვილი, ლევან თედიაშვილი, დავით გობეჯიშვილი, ლერი ხაბელოვი.
 
დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში კი ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას საერთაშორისო ტურნირის სახელით იმართებოდა.