საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი იტალიაში დამოუკიდებლობის დღეს
10:39 | May 29 2017

26 მაისს, იტალიურ სასარიში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ახალგაზრდულმა 7 მედალი მოიპოვა.


UWW-ს ეგიდით გამარათულ შეჯიბრზე სოსო ჯაბიძის შეგირდებმა 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.


ტურნირის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55), გიორგი კურტანიძე (66), ბექა მამუკაშვილი (84), გიორგი ბარბაქაძე (96) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ. ვერცხლის მედალს ლერი აბულაძე (66) დაეუფლა, მესამე საპრიზო ადგილი კი რამაზ სილაგავამ (55) დაიკავა.