საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

სკოლის ასაკი! ბერძნულ-რომაული ნაკრების 4 მედალი ევროპირველობიდან
11:28 | May 22 2017

21 მაისს, სერბეთის დედაქალას ბელგრადში დასრულა ევროპის პირველობა სკოლის ასაკის ჭაბუკთა შორის, შეჯიბრების ბოლო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა. 

 

ბრინჯაოს მედლები დავით გვასალიამ (38), თემური ორჯონიკიძემ (42), რომეო ბერიძემ (47) და ნიკა ბროლაძემ (53) მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლებისათვის კიდევ ხუთმა ქართველმა ფალავანმა ლუკა ბენდელიანმა (32), თამაზ ღლონტმა (32). ლუკა გუგეშაშვილმა (38). დათა ჩხაიძემ (66) და ცოტნე ცინცაძემ (85) იჭიდავა თუმცა გადამწყვეტი შეხვედრები დათმეს და მეხუთე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.

 

საქართველოს ნაკრებმა ლევან შავაძის ხელმძღვანელობით საერთო გუნდურ ჩათვლაში 56 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.

 

ევროპირველობაში მონაწილეობას სულ 21 ქვეყნის 236 სპორტსმენი იღებდა.