საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდების 4 მედალი ანტალიიდან
11:15 | May 21 2017

19-21 მაისს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში ახალგაზრდული საერთაშორისო ტურნირი "ჩემპიონი" გაიმართა, სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით ახალგაზრდულმა ნაკრებმა გელა საღირაშვილის ხელმძღვანელობით იასპარეზა და 4 მედალი - 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.

 

ვერცხლის მედლებს ივერიკო ჯულაყიძე (66) და ზურიკო ურთაშვილი (120) დაეუფლენენ, მესამე საპრიზო ადგილის მფლობელები კი ზაურ ბერაძე (84) და გივი მაჭარაშვილი (97) გახდნენ.

 

შეჯიბრებაში სულ 12 ქვეყნის 400-ამდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.