საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

სკოლის ასაკი - 5 მედალი და გუნდური მესამე ადგილი ევროპირვეობიდან
11:16 | May 20 2017

19-21 მაისს, სკოლის ასაკის ჭაბუკთა შორის პირველად იმართება ევროპის პირველობა რომელსაც სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი მასპინძლობს, შეჯიბრების პირველ დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილის 10 წონითი კატეგორიის ფალავნებმა იასპარეზეს, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კი 5 ბრინჯაოს მედალია. 

 

ევროპირველობაზე მედლები გიორგი გოგრიჭიანმა (38), ლუკა ჩხიტუნიძემ (42), გიგი ქურხულმა (47), დავით ფაცინაშვილმა (59) და ნიკოლოზ ბარაბაძემ (85) მოიპოვეს.

 

ბრინჯაოს მედლამდე თითო გამარჯვება დააკლდათ თამაზ სულამანიძეს (38), აკოფ პოღოსიანს (47), დავით კუჭუაშვილს (66) და გიორგი მაჭუტაძეს (73) რომლებმაც მეხუთე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.

 

ჯონი ლორიას და კახაბერ დობორჯგინიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

 

21 მაისს, სერბეთში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.