საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში
09:46 | May 15 2017

13-14 მაისს, ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლაში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონის და ოლიმპიური თამაშების პრიზიორის მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის. 

 

ვახტანგაძის ტურნირი ჭიდაობის მსოფლიო გაეთიანება UWW-ს ეგიდით წელს მეექვსედ გაიმართა სადაც მონაწილეობა 9 ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, გერმანია, ირანი, ისრაელი, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, საქართველ) 150-ამდე სპორტსმენმა მიიღო, მათ შორის რუსეთისა და ირანის ნაკრებებმა უძლიერესი შემადგენლობებით იასპარეზეს. მასპინძელი საქართველოს შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი მონაწილე სწორედ რუსეთის ნაკრებს ყავდა (28 ფალავანი).

 

ჩემპიონ-პრიზიორები 8 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომლებიც მედლებით, თასებით, შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ. საქართველოს ნაკრებიდან ვერცხლის მედალი გიორგი გუჯაბიძემ (66) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს გიორგი თოხაძე (50), ჯონი ხეცურიანი (66) და აივენგო რიკაძე (74) დაეუფლნენ.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, მუხრან ვახტანგაძის ტურნირი, ახალგაზრდები.

ბათუმი, 13-14 მაისი.

 

50 კგ

1. ვლადისლავ მელნიკოვი (რუსეთი) 2. ზულფიგარ ალიევი (აზერბაიჯანი) 3. ატმირ კოცეუ (რუსეთი) და გიორგი თოხაძე (საქართველო)

 

55 კგ

1. ემინ სეფერშაევი (რუსეთი) 2. მაისამ დალკაივი (ირანი) 3. ჯავად მოჰამადი (ირანი) და ნიკოლაი ბურბუევი (რუსეთი)

 

60 კგ

1. კერამატ აბდევალი (ირანი) 2. ტაბ ჰამედი (ირანი) 3. კამრაზ მურსალიევი (აზერბაიჯანი) და მაგომედ მაგამედოვი (რუსეთი)

 

66 კგ

1. კავიანინეჯად ამინი (ირანი) 2. გიორგი გუჯაბიძე (საქართველო) 3. მიაჰდი იაკიევი (რუსეთი) და ჯონი ხეცურიანი (საქართველო)

 

74 კგ

 1. ისლამ ოპიევი (რუსეთი) 2. ნარეკ ოგანიანი (რუსეთი) 3. აივენგო რიკაძე (საქართველო) და შორბინეიაზი მოჰამადი (ირანი)

 

84 კგ

1. ალექსანდრ კომაროვი (რუსეთი) 2. ბალიჰამზედეჰ მეჰდი (ირანი) 3. არმან ალიზადე (ირანი) და ილია ერმოლენკო (რუსეთი)

 

96 კგ

1. არტურ სარგსიანი (რუსეთი) 2. ვლადლენ კოზლიუკი (უკრაინა) 3. იან ზირნი (გერმანია) და შარაპ ალიხანოვი (რუსეთი)

 

120 კგ

1. ამინ მირზაზადე (ირანი) 2. გიორგი გაჯინოვი (რუსეთი) 3. ამირ მოჰამადი (ირანი) და დავიდ ოვასაპიანი (სომხეთი)