საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭაბუკების 10 მედალი და გუნდური პირველი ადგილი რუმინეთიდან
06:02 | May 14 2017

წარმატებით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს თავისუფალი სტილით ჭაბუკთა ნაკრებმა 12-13 მაისს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში UWW-ს ეგიდით გამართულ საერთაშორისო ტურნირზე "S. Rusu, Ioan W. Popovici and G. Berceanu, V. Iorga".


მთავარი მწვრთნელის გიორგი კვინიკაძის და შალვა მუზიაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა ათივე წონით კატეგორიაში შეძლო მედლის მოპოვება - 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.


ტურნირის გამარჯვებულები გიორგი ჭოლაძე (42), დიმიტრი სალდაძე (50), ლაშა ბაირამოვი (76) და დავით ქოჩქიანი (85) გახდნენ, მეორე საპრიზო ადგილები გიორგი მუზაშვილმა (69), ვლადიმერ გამყრელიძემ (54) და გიორგი ელბაქიძემ (63) დაიკავეს, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი გეგელაშვილმა (46), ავთანდილ გოდელაშვილმა (54) და ჭაბუკი გამყრელიძემ (100) მოიპოვეს.


26 ნაკრებს შორის საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე თურქეთი და მესამეზე გერმანია გავიდა.