7 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი, შეჯიბრების ბოლო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ დათუნაშვილმა (80) ოქროს მედალი მოიპოვა.
25 წლის ქართველი ფალავანი ხალიჩაზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა. შარშან მან 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში აჯობა ყველას. ამჯერად კი ერთი წონით მაღლა - 80 კილოგრამში მოიპოვა ევროპის უძლიერესი მოჭიდავის ტიტული.
საჩემპიონო ბრძოლაში დათუნაშვილი ბელარუს რადიკ კულიევს დაეჭიდა და 4:2 დაამარცხა. მანამდე კი სამი მეტოქე ჩამოიშორა, ბულაგრელ დანიელ ალექსანდროვს 3:2 და მეოთხედფინალში ჩეხ პეტრ ნოვაკს 1:17 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 8-0 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსს ადლან აკიევს 2-1 სძლია.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი სამი მედლით (1 ოქრო და 2 ბრინჯაო) დაასრულა. შეგახსენებთ რომ წინა დღეს ბრინჯაოს მედლები გოგა გოგიბერაშვილმა (66) და ლევან არაბულმა (130) მოიპოვეს.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ევროპის ჩემპიონატი
ნოვი-სადი. სერბეთი, 6-7 მაისი.
59 კგ
1. კრისტიან ფრისი (სერბეთი)
2 .ივო სერაფიმოვ ანგელოვი (ბულგარეთი)
3. ივან ლიზატოვიჩი (ხორვატია)
3. მინგიან სემენოვი (რუსეთი)
66 კგ
1. არტემ სურკოვი (რუსეთი)
2. დავორ შტეფანეკი (სერბეთი)
3. გოგა გოგიბერაშვილი (საქართველო)
3. სოსლან დაუროვი (ბელარუსი)
71 კგ
1. ბალინტ კორპასი (უნგრეთი)
2. პაველ ლიახი (ბელარუსი)
3. აბუიაზიდ მანციგოვი (რუსეთი)
3. ალექსანდრ მაქსიმოვიჩი (სერბეთი)
75 კგ
1. აბდესალამ შებლე მოჰამედი (ბულგარეთი)
2. ჩინგიზ ლაბაზანოვი (რუსეთი)
3. კაზბეკ კილოუ (ბელარუსი)
3. ტამას ლორინცი (უნგრეთი)
80 კგ
1. ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო)
2. რადიკ კულიევი (ბელარუსი)
3. ადლან აკიევი (რუსეთი)
3. ასლან ატემი (თურქეთი)
85 კგ
1. ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი)
2. მეტეჰან ბაშარი (თურქეთი)
3. ნიკოლაი ნიკოლაევ ბაირაკოვი (ბულგარეთი)
3. რამზინ აზაზსირი (გერმანია)
98 კგ
1. ფელიქს ბალდაუფი (ნორვეგია)
2. ალექსანდრ ჰრაბოვიკი (ბელარუსი)
3. ბალაზ კიში (უნგრეთი)
3. არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
130 კგ
1. რიზა კაიაალპი (თურქეთი)
2. ბალინტ ლამი (უნგრეთი)
3. ლევან არაბული (საქართველო)
3. ვიტალი შჩური (რუსეთი)