საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული სტილით ახალგაზრდული ნაკრების 6 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ყაზახეთიდან
05:58 | May 07 2017

6 მედლით და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 6-7 მაისს, ყაზახურ ალმა-ატაში გამართულ ოლმპიური ჩემპიონის ჯაკსილკა უშკემპიროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა.

 

ტურნირის გამარჯვებულები ბექა მამუკაშვილი (74), თემურ ჭკუასელიძე (84) და ზვიად პატარიძე (130) გახდნენ, მეორე საპრიზო ადგილი გიორგი კურტანიძემ (66) დაიკავა, ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი გუჯაბიძე (66) და საბა ბუხრიკიძე (96) დაეუფლენენ.

 

ბექა მამუკაშვილმა (74) ფინალში სომეხი მალხაც ამოიანი დაამარცხა, თემურ ჭკუასელიძემ (84) მასპინძელ სანჟარ ტიმირბეკს მოუგო, ზვიად პატარიძემ (120) კი მასპინძლების კიდევ ერთი წარმომადგენელ ანტონ სავენკოს იოლად სძლია.

 

სოსო ჯაბიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

 

შეჯიბრებაში მონაწილეობა 7 ქვეყნის: უზბეკეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, რუსეთის, ყაზახეთის და საქართველოს ნაკრებებმა მიიღეს.