საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გოგა გოგიბერაშვილმა და ლევან არაბულმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
03:49 | May 07 2017

6 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პოდიუმის მესამე საფეხურზე გოგა გოგიბერაშვილი (66 კგ) და ლევან არაბული (130 კგ) ავიდნენ. 

 

გოგიბერაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ ატაკან იუკსელს მოუგო (6-3), არაბულმა კი გერმანელი კრისტიან იონი დაამარცხა (8-0).

 

სერბეთში სევროპის ჩემპიონატი 7 მაისს, დარჩენილ ოთხ წონაში მედლების გათამაშებით დასრულდება. საქართველოს ნაკრებიდან კვირას ხალიჩაზე გოგა აფრიამაშვილი (71), გელა ბოლქვაძე (75), ზურაბ დათუნაშვილი (80) და რობერტ კობლიაშვილი (85) გავლენ.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ევროპის ჩემპიონატი

ნოვი-სადი. სერბეთი, 6 მაისი

 

59 კგ

1. კრისტიან ფრისი (სერბეთი)

2 .ივო სერაფიმოვ ანგელოვი (ბულგარეთი)

3. ივან ლიზატოვიჩი (ხორვატია)

3. მინგიან სემენოვი (რუსეთი)

 

66 კგ

1. არტემ სურკოვი (რუსეთი)

2. დავორ შტეფანეკი (სერბეთი)

3. გოგა გოგიბერაშვილი (საქართველო)

3. სოსლან დაუროვი (ბელარუსი)

 

98 კგ

1. ფელიქს ბალდაუფი (ნორვეგია)

2. ალექსანდრ ჰრაბოვიკი (ბელარუსი)

3. ბალაზ კიში (უნგრეთი)

3. არტურ ალექსანიანი (სომხეთი)

 

130 კგ

1. რიზა კაიაალპი (თურქეთი)

2. ბალინტ ლამი (უნგრეთი)

3. ლევან არაბული (საქართველო)

3. ვიტალი შჩური (რუსეთი)