საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭაბუკების 7 მედალი და გუნდური მესამე ადგილი იზმირიდან
09:41 | April 30 2017

28-30 აპრილს, თურქეთის ქალას იზმირში გამართულ ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირზე "Victory Cup" საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 7 მედალი - 2 ოქრო, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ტურნირის გამარჯვებულები გიორგი ჩხიკვაძე (54) და ხვიჩა ანანიძე (58) გახდნენ. 
ჩხიკვაძემ ფინალში თურქი კადირ კამალი 2-1 დაამარცხა, მანამდე კი რამოდენიმე ეფექტური გამარჯვებაც მოიპოვა. ანანიძემ გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი მუსტაფა ილდირიმი 2:34 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 9-1 დაამარცხა.

 

გურამ აბრამიშვილმა (46), ბექა ბეშიძემ (63) და ლუკა ხუციშვილმა (85) ვერცხლის ხოლო ბექა გურულმა (58) და გოგა პერტახიამ (63) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.

 

ტურნირში რომელიც UWW-ს ეგიდით გაიმართა სულ 15 ქვეყნის 400-ამდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.