საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდული ნაკრების 8 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ბაქოდან
10:59 | April 16 2017

16 აპრილს, ბაქოში დასრულდა "აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასის" გათამაშება, ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით ახალგაზრდულმა ნაკრებმა 8 მედალი - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში კი მეორე ადგილი დაიკავა.


ტურნირის გამარჯვებული ნიკა კენჭაძე (74) გახდა, მეორე საპრიზო ადგილი გოგა ძიგუამ (50) და ედემი ბოლქვაძემ (60) დაიკავეს, ბრინჯაოს მედლებს ალეკო ღოღობერიძე (50), ივერიკო ყულაძე (66), შმაგი თოდუა (66), თორნიკე კვინიკაძე (74) და დემურ მეგენეიშვილი (84) დაეუფლნენ.


გუნდური მეორე ადგილისათვის განკუთვნილი თასი გელა საღირაშვილმა ჩაიბარა