საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფალი ჭიდაობა. ბაქოს ტურნირი: ჭაბუკთა ნაკრების 4 მედალი და გუნდური მესამე ადგილი
10:39 | April 16 2017

15 აპრილს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრებმა "აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასის" გათამაშებაში 4 მედალი მოპოვა.


ვერცხლის მედლის მფლობელი ჭაბუკი გამყრელიძე (100) გახდა, მესამე საპრიზო ადგილებს კი გიორგი გეგელაშვილი (46), ვლადიმერ გამყრელიძე (54) და სოლომონ მანაშვილი (100) დასჯერდნენ.

 

11 ნაკრებს შორის გიორგი კვინიკაძის შეგირდებმა აზერბაიჯანის და ირანის შემდეგ გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს, აღსანიშნავია რომ ნაკრების წევთა უმრავლესობამ ზედა წონით კატეგორიაში იასპარეზა.