საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ნუგზარ წურწუმია აზერბაიჯანის ფედერაციის თასის გამარჯვებული - ახალგაზრდების 8 მედალი
10:58 | April 15 2017

14 აპრილს, ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეორე დღეს სადაც 11 ქვეყნის ნაკრები იღებს მონაიწლეობას, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ახალგაზრდულმა ნაკრებმა 8 მედალი - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვა.


ტურნირის გამარჯვებული ნუგზარ წურწუმია (55) გახდა, ვეცხლის მედლებს რამაზ სილაგავა (50) და თერმუ ჭკუასელიძე (84) დაეუფლნენ, მესამე საპრიზო ადგილები კი შოთა ღლონტმა (50), გიორგი გუჯაბიძემ (66), ბექა მამუკაშვილმა (74), გურამ ხეცურიანმა (84) და ბექა მაკარიძემ (120) დაიკავეს.

 

გუნდურ ჩათვლაში იოსებ ჯაბიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, პირველზე მასპინძელი აზერბაიჯანი გავიდა, მეორეზე ყაზახეთი.