საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები შეკრებას ადლერში გადის !
01:03 | April 05 2017

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია განმარტავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები მომზადებას ალუშტას ბაზაზე არ გადის. ეს იყო მექანიკური შეცდომა, რომელიც საუბრისას იქნა დაშვებული. ეროვნული ნაკრების ნაწილი ბორჯომში იმყოფება, ნაწილი კი, საქართველოს ფარგლებს გარეთ.

 

ბერნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა უფროსი ასაკის ნაკრები რამდენიმე დღეა უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის, ადლერში შეკრებაზე იმყოფება, ხოლო დღეს, გუნდს 23-მდე ასაკის წევრებიც შეუერთდებიან, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებენ მზადებას.

 

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა უკვე გაიარა მზადება სომხეთის ქალაქ წახკაძორში. კარგად დაგეგმილი სასწავლო-საწვრთნელი პროცესების ერთობლიობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და მოჭიდავეებმა ჩვენს ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი და 11 მედალი მოუტანეს