U23. საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

2 აპრილს, უნგრეთის ქალაქ სომბათეიში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 5 მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა გამოსვლა.
ვერცხლის მედლები რამაზ ზოიძემ (71) და გელა ბოლქვაძემ (80) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი დავით ჩხარტიშვილი (59), ლაშა გობაძე (85) და ზვიად პატარიძე (130) გახდნენ.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 47 ქულით პირველობა არავის დაუთმო, მეორეზე რუსეთი გავიდა 45, მესამეზე აზერბაიჯანი 42. ევროპის ჩემპიონატზე 29 ქვეყნის ნაკრები იღებდა მონაწილეობას.
მთავარი მწვრთნელი: ოთარ ტატიშვილი
უფროსი მწვრთნელები: ზაზა ჯიბლაძე და ჯემალ ბაკურიძე
ექიმი: ლევან ლინნიკი






