საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ევროპირველობის ქართული წერტილი - გენო პეტრიაშვილმა ტიტული შეინარჩუნა
11:17 | March 29 2017

29 მარტს, უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში მიმდინარე 23-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვა - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო.

 

ტურნირის მეორე დღეს ჩემპიონობა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, რომელმაც წარმატებით დაიცვა გასულ წელს მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული, ფინალურ შეხვედრაში გორელ ფალავანს 2:24 წუთი დასჭირდა ბელარუსი ვიტალი პიასნიაკის სუფთად დასამარცხებლად 10-0. მანამდე კი თურქი სალიმ ერქანი 12:2, უკრაინელი დანილო კარტავი 7:2 და რუსეთის ნაკრების წევრი კაზბეკ ხუბულოვი 10:0 დაამარცხა.

 

ბრინჯაოს მედლები კი შოთა ფარტენაძემ (61) და მირზა სხულუხიამ (70) მოიპოვეს. ფარტენაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ ივან ბელეიჩუკს ანგარიშით 8-0 სძლია ხოლო სხულუხიამ მედლისთვის შეხვედრაში 9-5 მოუგო ბელორუს სურკო რაშიტიანაუს, 

 

დღესვე, საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა ჩვენი კიდევ ერთი მონაწილე - ირაკლი მწითური (86).

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე გამოსვლა 3-3 ოქროს და ბრინჯაოს მედლებით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ევროპის ჩემპიონები ავთანდილ კენჭაძე (74) და გივი მაჭარაშვილი (97) გახდნენ, ივერიკო ჯულაყიძემ (65) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა რუსეთს და 60 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, მესამეზე კი თურქეთი გავიდა 58, აღსანიშნავია რომ მედლების სინჯის მიხედვით ჩვენმა ნაკრებმა ყველაზე მეტი 3 ოქროს მედალი მოიპოვა რუსეთმა (1 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო), თურქეთმა (2-2 ოქრო და ვერცხლი). გუნდური მეორე ადგილისათვის განკუთვნილი თასი კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ჭიღლაძემ ჩაიბარა,.

 

ევროპირველობის მომდევნო ორი დღე ქალებს დაეთმობათ, 1 და 2 აპრილს კი ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

 

61 კგ
1. ხაჯიმურად რაშიდოვი (რუსეთი) 
2. სედატ ოზდემირი (თურქეთი)
3. შოთა ფარტენაძე (საქართველო) და ალი რაგიმზადე (აზერბაიჯანი)

 

70 კგ
1. ჰაჯიმურად ომაროვი (აზერბაიჯანი)
2. ზაურბეკ სიდაკოვი (რუსეთი) 
3. ვასილი მიხაილოვი (უკრაინა) და მირზა სხულუხია (საქართველო)

 

86 კგ
1. მურატ ერტიურტ (თურქეთი)
2. ბენდეგუზ ტოტი (უნგრეთი)
3. არსენალი მუსალალიევი (რუსეთი) და კანან ალიევი (აზერბაიჯანი)

 

125 კგ
1. გენო პეტრიაშვილი (საქართველო)
2. ვიტალი პიასნიაკი (ბელარუსი)
3. კაზბეკ ხუბულოვი (რუსეთი) და ტომაშ კოსციულეკი (პოლონეთი)