საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ლევან არაბული უნგრეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია - ბერძნულ-რომაული ნაკრების 4 მედალი
10:58 | March 25 2017

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 25-26 მარტს უნგრეთის ქალაქ სომბათეიში გამართულ პოლიაკ იმრეს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ტურნირის გამარჯვებული  მძიმეწონოსანი ლევან არაბული (130 კგ) გახდა, ამავე წონაში მესამე საპრიზო ადგილი ვასილ იმერლიშვილმა დაიკავა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ევროპის ვიცე-ჩემპიონმა რობერტ კობლიაშვილმა (85) და ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა (80). მედლის მოპოვებამდე ერთი გამარჯვება დააკლდა ნიკოლოზ კელასოვს (80)

 

არაბულმა თავის საჩემპიონო გზაზე 4 მეტოქე დაამარცხა, არგენტინელ დელ რიოს 58 წამში წმინდად მოუგო, შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონ და ოლიმპიურ პრიზიო ესტონელ ნაბის სძლია 2-0, ნახევარფინალში უნგრელი ბ. ლაინი 5-0 ხოლო ფინალში ფინელი ტომას ლაჰტი 3-0 დაამარცხა.

 

იმერლიშვილმა ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში იაპონელ არუტა სონადას 3-1 მოუგო, კობლიაშვილმა (85) პოლონელი ტადეუს მიხალიკი 3-1 დაამარცხა ხოლო დათუნაშვილმა ამერიელ იან სტეპენვიცს დაძაბულ ბრძოლაში 4-4-ზე მოუგო.

 

უნგრეთის საერთაშორისო ტურნირიზე 20 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.