საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მარად ზოიძე - ხარკოვში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
11:56 | March 19 2017

18-19 მარტს უკრაინის ქალაქ ხარკოვში თავისუფალ ჭიდაბაოში ოვანეს სააკიანის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა სადაც მონაწილეობა რუსეთის, ისრაელის, საქართველოს და უკრაინის გუნდებმა მიიღეს, საქართველოდან კი აჭარის ნაკრებმა გუნდმა იასპარეზა და ორი მედალიც მოიპოვა.

 

ტურნირის გამარჯვებული 86 კგ-ში მოასპარეზე მარად ზოიძე გახდა ვინც 5 უკრაინელი მეტოქე დაამარცხა. ფინალურ დაპირისპირებაში აჭარელმა ფალავანმა უკრაინის წარმომადგენელ მარკ მარკარიანს 8-5 სძლია. მეორე საპრიზო ადგილი საქართველოს ნაკრების წევრმა მამუკა კორძაიამ დაიკავა 97 კგ ვინც მხოლოდ ფინალური დაპირისპირება დათმო მინიმალური ანგარიშით რუს ახმედ ბატაევთან.

 

ჩემპიონ-პრიზიორები მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.