საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული ნაკრების 6 მედალი და გუნდური მეორე ადგილი თურქეთიდან
10:24 | March 05 2017

4-5 მარტს სტამბოლში "ვები ემრეს და ამით ყაფლანის" 35-ე საერთაშორისო მემორიალზე სადაც 15 ქვეყნის 250-ზე მეტი ფალავანი იღებდა მონაწილეობას საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრებმა სათადარიგო შემადგენლობით იასპარეზა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენმა ნაკრებმა  მასპინძელი თურქეთის შემდედ მეორე ადგილი დაიკავა, მესამეზე აზერბაიჯანი გავიდა.

 

მედლები გიორგი ჯავახიამ (71), გიორგი ცირეკიძემ (80), თორნიკე ძამაშვილმა (80), მინდია წულუკიძემ (75), მათე სოფაძემ (85) და ბექა კანდელაკმა (130) მოიპოვეს.

 

გუნდური მეორე ადგილისათვის განკუთვნილი თასი ნაკრების მწვრთნელმა შალვა გადაბაძემ ჩაიბარა.