საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მსოფლიოს პირველ ჩემპიონატს 23 წლამდელთა შორის პოლონეთი უმასპინძლებს
11:51 | February 28 2017

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) კალენდარში 23 წლამდელ მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დაამატა, რომელიც 21-26 ნოემბერს პოლონურ ბიდგოშჩში გაიმართება, აღნიშნული გადაწყვეტილება 2016 წლის U23 ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარების შემდეგ იქნა მიღებული სადაც 34 ქვეყნის 400-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

 

UWW-ს პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩი აღნიშნავს რომ ოლიმპიური ჩემპიონების საშუალო ასაკი თავისუფალ ჭიდაობაში - 23, ქალთა ჭიდაობაში - 25, ხოლო ბერძნულ-რომაულში - 28 წელია.