საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გიორგი ელბაქიძე მინსკის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
02:12 | February 19 2017

17-18 თებერვალს ბელარუსიაში გამართულ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ა. მედვედის სახელობის ჭაბუკთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში "დათუნია"-2017 ("медвеженок"-2017) საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრმა ამბროლაურელმა გიორგი ელბაქიძემ ფინალში ყაზახი ნიკიტა საფრონოვი 8-2 დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა, მანამდე კი სამი რუსი და ერთი უკრაინელი მეტოქე ჩამოიშორა.

 

ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად თითო გამარჯვება დააკლდათ ვლადიმერ გამყრელიძეს (54) და ელგუჯა ბალანჩივაძეს (100)


ტურნირში მონაწილეობა რუსეთის, მოლდავეთის, უკრაინის, ლატვიის, ლიტვის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, გერმანიის და ბელორუსიის ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს.

 

გუნდს გიორგი კვინიკაძე და ლაშა ქეთიშვილი ხელმძღვანელობდნენ.