საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში
10:13 | February 14 2017

დღეს 15 თებერვალს, ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაბაში სადაც ქვეყნის ყველა უძლიერესი ფალავანი იღებდა მონაწილეობას.

 

შეჯიბრის ბოლო დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ 4 წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ, 66 კგ-ში გამარჯვება სამტრედიელმა ფალავანმა გოგა გოგიბერაშვილმა იზეიმა, 75 კგ-ში ყველას აჭარელმა გელა ბოლქვაძემ აჯობა, 85 და 130 კგ-ებში კი გამარჯვება გარდაბნის წარმომადგენელმა ევროპის ვიცე-ჩემპიონმა რობერტ კობლიაშვილმა და მცხეთელმა ლევან არაბულმა მოიპოვეს.

 

შეჯიბრების პირველ დღეს 59 კგ-ში მთავარი ჯილდო აჭარელმა ფალავანმა ლერი აბულაძემ მოიპოვა, 71 კგ-ში გამარჯვებული ადიგენელი გოგა აფრიამაშვილი გახდა, 80 და 98 კგ კატეგორიებში თბილისელი ფალავნები ზურაბ დათუნაშვილი და კუკური კირცხალია გამოირჩნენ.

 

ეროვნული ნაკრები საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული სპორტსმენებით დაკომპლექტდება რომელიც 2-7 მაისს სერბეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

 

59 კგ
1. ლერი აბულაძე (აჭარა)
2. დავით ჩხარტიშვილი (ოზუგეთი)
3. ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო)
3. ლაშა მარიამიძე (თბილისი)

 

66 კგ
1. გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
2. გიორგი დავითაია (სენაკი)
3. არჩილ თურმანიძე (აჭარა)
3. მურად მიქელაძე (აჭარა)

 

71 კგ
1. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი)
2. გიორგი ფოცხვერაშვილი (გარდაბანი)
3. რამაზ ზოიძე (აჭარა)
3. საჩინო დავითაია (სენაკი)

 

75 კგ 
1. გელა ბოლქვაძე (აჭარა)
2. თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
3. ბაკურ გოგოლი (თბილისი)
3. მინდია წულუკიძე (აჭარა)

 

80 კგ
1. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
2. ლაშა გობაძე (აჭარა)
3. გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი)
3. ვარლამ კვარაცხელია (ხობი)

 

85 კგ
1. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
2. მათე სოფაძე (ბაღდათი)
3. ნიკოლოზ კელასოვი (აჭარა)
3. შალვა ხაჩიძე (თბილისი)

 

98 კგ
1. კუკური კირცხალია (თბილისი)
2. რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
3. სულხან ბუიძე (თბილისი)
3. ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო)

 

130 კგ
1. ლევან არაბული (მცხეთა)
2. ბექა კანდელაკი (თბილისი)
3. სანდრო დიხამინჯია (თბილისი)
3. შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი)

 

59, 71, 80, 98 კგ

66, 75, 85, 130 კგ