საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

"ჩემპიონი" საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის - შედეგები
11:40 | July 08 2015

1-2 ივლისს თბილისში გლდანის ხელბურთის დარბაზში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი "ჩემპიონები" ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის. სადაც მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ესტონეთის და მასპინძელი საქართველოს ნაკრებებმა. ჩვენმა ნაკრებმა 8 ოქროს მედალი მოიპოვა და მხოლოდ 2 წონით კატეგორიაში დაუთმეს უმაღლესი სინჯის მედლები ირანელ და აზერბაიჯანელ მეტოქეს. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი შოთაძე (46), ოთარ აბულაძე (50), ლერი აბულაძე (54), ჯონი ხეცურიანი (58), დავით ბაკურაძე (63), ვაჟა გოთუა (69), ბადრი ჯანელიძე (76), გიორგი შავაძე (85). იხილეთ სრული შედეგები.