საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დიდებს შორის
03:12 | February 13 2017

14-15 თებერვალს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება სადაც ქვეყნის ყველა უძლიერესი ფალავანი მიიღებს მონაწილეობას.

 

შეჯიბრის პირველ დღეს, ხალიჩაზე 4 წონითი კატეგორიის (59, 71, 80, 98 კგ) ფალავნებმა იასპარეზებენ. ხოლო 15 თებერვალს დარჩენილი 66, 75, 85, 130 კგ კატეგორიის წარმომადგენლები გამოვლენ ხალიჩაზე.


საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული მოჭიდავეებით დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები რომელიც 2-7 მაისს სერბეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

 

აწონვა 13 თებერვალს 17:00 საათზე "ფალავანთა კლუბში" (59, 71, 80, 98 კგ).

აწონვა 14 თებერვალს 15:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში (66, 75, 85, 130 კგ)

 

შეჯიბრების დასაწყისი 14-15 თებერვალს 11:00 საათზე.