საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭიდაობის ფედერაციის 4 წლიანი სამოქმედო გეგმა და ოლიმპიელებისა და ვეტერანების დაჯილდოება
07:30 | February 10 2017

დღეს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 4 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია შედგა. გეგმა ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძე წარადგინა.

 

გეგა გეგეშიძემ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან და ოლიმპიორი კომიტეტის პრეზიდენტთან ლერი ხაბელოვთან ერთად, 60 წელს გადაცილებული ვეტერანები 1500, ხოლო ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონები სოლიდური თანხით დააჯილდოვა. მან 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიის მფლობელებს პრემიების სახით, 20 000, 25000 და 30 000 ლარი გადასცა.

 

გეგა გეგეშიძის 4 წლიანი სამოქმედო გეგმის ძირითად პრიორიტეტებში კი, შემდეგი საკითხები შევიდა:

 

  •  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განვითარებული ინფრასტრუქტურა;
  •  რეგიონებში ჭიდაობის განვითარება და ხელშეწყობა;
  • საჭიდაო დარბაზების მოწყობა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა;
  • #ღონიერიგონიერი - წიგნიერების პროპაგანდა და სპორტდარბაზებში მინი ბიბლიოთეკების მოწყობა, ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზება რეგიონებში მცხოვრები მოჭიდავეებისთვის; 
  • სპორტული პერსონალის (მწვრთნელი, მსაჯი, ექიმი, ფსიქოლოგი, მასაჟისტი და ა.შ.) კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება;
  • მოჭიდავეებისთვის გაცვლითი პროგრამები;
  • ახალი ინიციატივების ხელშეწყობა და მოტივაციის წახალისება;
  • ჭიდაობა - სპორტის ყველაზე ტოლერანტულ სახეობად დამკვიდრება; 
  • მეტი ქალი ჭიდაობაში.
  • სახელმწიფო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის, ასევე დონორი ორგანიზაციების ჩართულობა ჭიდაობის განვითარებაში; 
  • კლუბების შექმნა;
  • სოციალური პაკეტები მოჭიდავეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის;
  • ვეტერანი მოჭიდავეებისათვის შრომისა და დამსახურების შესაბამისი პირობების შექმნა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური ჩართულობა ჭიდაობაში და ადაპტირებული გარემოს შექმნა;
  • საერთაშორისო ტურნირების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში;
  • აბსოლიტური და გუნდური ჩემპიონატების მოწყობა;
  •  მხარდამჭერთა გუნდების ჩამოყალიბება.