საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებს ოლიმპიური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი წარუძღვება
11:08 | February 09 2017

16-17 თებერვალს ირანის ქალაქ კერმანშახში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს თასის მორიგი გათამაშება გაიმართება სადაც მონაწილოებას მსოფლიოს ჩემპიონატის მიხედვით 8 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

 

აღნიშნული შეჯიბრისათვის ჩვენი ნაკრები გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით ბორჯომში გადის შეკრებას, 8 თებერვალს კი ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გუნდის ვარჯიშს დაესწრო, პირადად შეხვდა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს,  მოისმინა მათი პრობლემები და შემდგომი სამოქმედო გეგმა გააცნო.

 

ირანში საქართველოს ნაკრები სათადარიგო შემადგენლობით გაემგზავრება, მიზეზი კი საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადებაა რომელიც 6-7 მარტს გაიმართება, ლიდერთა უმეტესობა კი სწორედ ეროვნული ჩემპიონატისათვის ემზადება რომელიც ევროპული პირველობისათვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა.

 

ძირითადი შემადგენლობიდან მსოფლიოს თასზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი, ევროპის მესამე პრიზიორი იაკობ მაქარაშვილი (74), ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური მედალოსანი დავით მარსაგიშვილი (86) იასპარეზებენ.

 

მსოფლიოს თასი გუნდური პრინციპით "კედელი-კედელზე" იმართება. წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები "სიკვდილის ჯგუფში" აზერბაიჯანთან, რუსეთთან და აშშ-სთან ერთად მოხვდა. "B" ჯგუფში კი ირანი, თურქეთი, ინდოეთი და მონღოლეთი იასპარეზებენ. ჩვენი ნაკრები ირანში 13 თებერვალს გაემგზავრება.

 

საქართველოს ნაკრები:
57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი, ოთარ გოგავა
61 კგ - შოთა ფარტენაძე, გიორგი რევაზიშვილი
65 კგ - ივერიკო ჯულაყიძე
70 კგ - კონსტანტინე ხაბალაშვილი, ლევან ქელეხსაშვილი
74 კგ - იაკობ მაქარაშვილი, ჯუმბერ ყველაშვილი
86 კგ - დავით მარსაგიშვილი, დავით ხუციშვილი
97 კგ - ზვიად მეტრეველი
125 კგ - გენო პეტრიაშვილი