საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის
11:49 | February 02 2017

3-5 თებერვალს ყვარელში, თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს პირველობა გაიმართა, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტმა მოჭიდავემ მიიღო მონაწილეობა. საზეიმო ცერემონიალზე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგშიძემ სპორტსმენებსა და გულშემატკივარს აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა. 


აღნიშნულ ჩემპიონატში გამარჯვებული მოჭიდავეებით ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები გუნდი წლის უმთავრეს შეჯიბრებებზე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გასამგზავრებლად დაკომპლექტდება.

 

50 კგ
1. გოგა ძიგუა (სამტრედია) 2. მახარე გელაშვილი (ხაშური) 3. გოდერძი ოსანაძე (აჭარა) და ალეკო ღოღობერიძე (აჭარა)

 

55 კგ
1. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი) 2. რამაზ თურმანიძე (აჭარა) 3. რობერტ დინგაშვილი (ყვარელი) და გოდერძი ძებისაშვილი (გორი)

 

60 კგ
1. ედემი ბოლქვაძე (სამტრედია) 2. გელა ქოქიაშვილი (დედოფლისწყარო) 3. შმაგი თოდუა (სამტრედია) და ნიკა ბუშელაშვილი (ყვარელი)


66 კგ
1. მირზა სხულუხია (ქუთაისი) 2. ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია) 3. მამუკა ჩაჩუა (თბილისი) და გია ავალიანი (სამტრედია)

 

74 კგ
1.ნიკა კენჭაძე (ამბროლაური) 2. გოგა მამიაური (თბილისი) 3. არტსუნ თარგამიანი (ნინოწმინდა) და თორნიკე კვინიკაძე (ხაშური)


84 კგ
1. ზაურ ბერაძე (ხარაგაული) 2. მექი სიმონია (ქუთაისი) 3. დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია) და ჯემალ ჯაბიძე (ქუთაისი)

 


96 კგ
1. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა) 2. მოგელი მეზვრიშვილი (გორი) 3. მარად ვანაძე (აჭარა) და ბექა ჭელიძე (თბილისი)

 


120 კგ
1. ზურკო ურთაშვილი (მცხეთა) 2. ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი) 3. გიორგი ლომოური (თბილისი) და დავით კობახიძე (თბილისი)