საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ფარტენაძე და პეტრიაშვილი - პარიზის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები
10:57 | January 29 2017

საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 28-29 იანვარს პარიზის საერთაშორისო ტურნირზე თავისი გამოსვლა 2 ოქროს მედლით დაასრულა.  ჩვენი ნაკრები ემზარი ბედინეიშვილისა და ნუგზარ სხირელის ხელმძღვანელობით გაემგზავრა, ტურნირის გამარჯვებულები კი შოთა ფარტენაძე (61) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ.

 

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე 15 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილოება.

 

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა ფინალში დამაჯერებლად მოუგო უნგრელ დანიელ ლიგეტის 8-2, მანამდე კი ამერიკელები ბობი ტელფორდი და ზაკ რეი ქულების აშკარა უპირატესობით 11-0 და 10-0 დაამარცხა. 

 

ფარტენაძემ ჯამში 4 შეხვედრა ჩაატარა, ფრანგ ქუენტინ სტიკერს 8-6, შვეიცარიელ რანგი ვოკს 4-1 და უნგრელ იოსეფ მოლნარს 10-0 სძლია, ფინალში კი ამერიკელი ჯეისონ ნესსი 9-2 დაამარცხა. 

 

მათ გარდა ფრანგულ ხალიჩაზე ლევან მურცხავაძე (57), ავთანდილ კენჭაძე (74) და დავით ტლაშაძე (74) გავიდნენ თუმცა მედლის გარეშე დაასრულეს ასპარეზობა.

 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ქართველ ფალავანებს და გულშემატკივარს, ამ უდიდეს წარმატებას!