საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე
11:34 | July 08 2015

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 23-28 ივნისს სტამბულში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 6 მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა, ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ირაკლი შავაძე (55) და ზვიად პატარიძე (120), ბრინჯაოს მედლები ნუგზარ წურწუმიამ (50), ლევან ქავჟარაძემ (60), გელა ბოლქვაძემ (74), ნიკოლოხ კახელაშვილმა (96) მოიპოვეს. ჩვენმა ნაკრებმა ჯამში 58 ქულა დააგროვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე 55 ქულით თურქეთია, მესამეზე რუსეთი50. ნაკრების მთავარი მწვთნელი ზაზა სილაგაძე.

 

იხილეთ ფოტოგალერეა