საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გეგა გეგეშიძე ფედერაციაში წარმატებულ სპორტსმენებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
05:19 | January 23 2017

დღეს 23 იანვარს, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში რუსეთში, ასევე უკრაინასა და ირანში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი და პრიზიორი სპორტსმენების მიღების ცერემონიალი გაიმართა. სპორტსმენები და ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და აღნიშნული გამარჯვებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

 

21-22 იანვარს მოსკოვში „ივან პოდუბნის“ სახელობის საერთაშორისო გრან-პრიზე, სადაც 11  ქვეყნის რჩეული ნაკრები მონაწილოეობდა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში კი მეორე ადგილი დაიკავა, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა 4 რუსი მეტოქის დამარცხების შედეგად, 80 კგ კატეგორიაში გაიმარჯვა. ვერცხლის მედალს კი, 85 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი დაეუფლა.

 

18-20 იანვარს ირანში გამართულ „ტახტის თასზე“, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გუნდური ტურნირია საქართველოსბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა. ჯგუფურე ტაპზე ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა ირანის „ხორასან რაზავი“ 5-3 და ერაყის ნაკრები 7-1 დაამარცხა,  ნახევარფინალურ დაპირისპირებაში თურქეთის ნაკრებსსძლია 6-2,  ხოლო ფინალური დაპირისპირება ირანის პირველნაკრებთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. გუნდს ოთარ ტატიშვილი და ზაზაჯიბლაძე ხელმძღვანელობდნენ.

 

19-20  იანვარს ხარკოვში გამართულ ლეონიდ დუნაის ხსნოვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრებმა ჯამში 12  მედალი, 4ოქრო, 4 ვერცხლი და 4ბრინჯაო მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები გიორგიჭოლაძე (42), თორნიკექათამაძე (58), გიორგი ელბაქიძე (63) და ელგუჯაბალანჩივაძე (100) გახდნენ. ვერცხლის მედლები გიორგი გეგელაშვილს (46), ბაჩუკი ქვლივიძეს (50), ბაგრატი გაგნიძეს (69) და აკაკი გოგსაძეს (76) ხვდა წილად, ხოლო მესამე საპრიზო ადგილები ლუკაქარჩხაძემ (50), ვლადიმერ გამყრელიძემ (54), ლუკა მარიამიძემ (63) და გივი გოგობერიშვილმა (85) დაიკავეს.