საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რუსეთში ამღერებული საქართველოს ჰიმნი, ოქროს და ვერცხლის მედლები მოსკოვიდან
09:06 | January 22 2017

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი მოსკოვში გამართული "ივან პადუბნის“ სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გამარჯვებული გახდა. ევროპის ვიცე-ჩემპიონმა რობერტ კობლიაშვილმა კი  ვერცხლის მედალი მოიპოვა. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

 

დათუნაშვილმა ამჯერად მისთვის უჩვეულო 80 კგ კატეგორიაში იასპარეზა და ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ადლან აკიევი ბოლო წუთზე მოპოვებული მომგებიანი 2-ქულიანი გდებით დაამარცხა. ფინალამდე კი, 3 რუსი მეტოქე ჩ, ჩამოიშორა, ხუსეინ ჟანგურადოვს 2-2-ზე, ბისლან ასაკალოვს 2-1 და ნახევარფინალში იმილ შარაფეტდინოვს 2-1 მოუგო.

 

მოსკოვში გამართულ„ივან პადუბნის“ საერთაშორისო გრან პრის გათამაშება 58-ედ იმართება, სადაც 11 ქვეყანა მონაწილოებს და ის მსოფლიოს პრესტიჟული ტურნირების რუკაზეა აღბეჭდილი. საქართველოს ნაკრებს კი, აღნიშნულ შეჯიბრზე 1993 წლის შემდეგ არ უასპარეზია.

 

შეჯიბრის პირველ დღეს, ვერცხლის მედალი რობერტ კობლიაშვილმა (85) მოიპოვა. მან მხოლოდ ფინალური დაპირისპირება დათმო რუსების ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონ დავით ჩაკვეტაძესთან, ფინალამდე კი სამი რუსი მეტოქე ჩამოიცილა. ბოგდან ჩურკინს 3-0, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს ევგენი სალეევს 2-1 და ნახევარფინალში არტურ სურკოვს 1-1-ზე მოუგო.


გამარჯვებით დაიწყო ასპარეზობა მინდია წულუკიძემაც (75), რომელმაც პირველ შეხვედრაში 53 წამში დაამარცხა ლატვიელი ევგენი კოლცოვი 8-0, 7-4 მოუგო რუს ზაურ გუბაევსაც, მაგრამ მომდევნო წრეში ხორვატ ანტონინო კამენატენთან დამარცხდა. რევაზ ნადარეიშვილს (98) პირველ შეხვედრაში თანაგუნდელი ვლადიმერ გეგეშიძე უნდა დაჭიდებოდა, გეგეშიძე შეჯიბრამდე ვარჯიშზე მიღებული ტრამვის გამო ვერ გამოცხადაა და ნადარეიშვილი 1/8 ფინალში გავიდა, თუმცა რუს კოსნტანტინ ეფიმოვთან დამარცხდა. დღესვე ხალიჩაზე გიორგი დავითაია (66), გიორგი დათუნაშვილი (75) და ნიკოლოზ კელასოვიც (80) გავიდნენ,თუმცა ისინი ასპარეზობას საწყის ეტაპზევე გამოეთიშნენ.

 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ქართველ ფალავნებს და გულშემატკივარს ამ გამარჯვებას.

 

59 კგ. 
1. მინგიან სემენოვი 2. ჟანბოლატ ლოკაევი 3. სტეფან მარინიანი და სერგეი ემელინი (ოთხივე - რუსეთი). 

 

66 კგ. 
1. ალექსეი კიანკინი 2. ზაურ კაბალოევი 3. მარატ გარიპოვი და პაველ სალეევი (ოთხივე - რუსეთი); 2

 

71 კგ. 
1. აბუიაზიდ მანციგოვი 2. იური დენისოვი 3. მარეკ ოგანიანი და ევგენი ვისოტინი (ოთხივე - რუსეთი); 5. საჩინო დავითაია (საქართველო). 

 

75 კგ.
1. ჩინგიზ ლაბაზანოვი 2. ალექსანდერ ჩეხირკინი 3. დმიტრი პეტაიკინი (სამივე - რუსეთი) და ანტონიო კამენჯასევიჩი (ხორვატია); 

 

80 კგ.
1. ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო) 2. ადლან აკიევი 3. იმილ შარაფეტდინოვი და ჰაჯიმურად ჯალალოვი (სამივე - რუსეთი)

 

85 კგ. 
1. დავით ჩაკვეტაძე (რუსეთი) 2. რობერტ კობლიაშვილი (საქართველო) 3. რუსლან იუსუპოვი და ევგენი სალეევი (ორივე - რუსეთი). 

 

98 კგ. 
1. ნიკიტა მელნიკოვი 2. მუსა ევლოევი 3. მაქსიმ საფარიანი და კონსტანტინ ეფიმოვი (ოთხივე - რუსეთი); 

 

130 კგ. 
1. სერგეი სემენოვი 2. ბორის ვაინშტაინი 3. ალექსეი გრიშინი (სამივე - რუსეთი) და დელი ლიუ (ჩინეთი);