საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული ნაკრების წარმატება ირანში
11:02 | January 21 2017

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა ირანში ქალაქ მეშხედში გამართულ „ტახტის თასზე“ წარმატებით იასპარეზა 

 

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ირანის "ხორასან რაზავი" 5-3 და ერაყის ნაკრები 7-1 დაამარცხა, ნახევარფინალში თურქეთის ნაკრებს მოუგო დამაჯერებლად 6-2, ფინალში კი, ირანის პირველ გუნდს დაეჭიდა და 1-7 დათმო შეხვედრა რითაც მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

 

ოლიმპიური ჩემპიონის გოლამრეზა ტახტის რიგით 37-ე ტრადიციული საერთაშორისო თასი 18-20 იანვარს გაიმართა და ამჯერად გუნდური პრინციპით ჩატარდა.

 

საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: რამაზ სურმანიძე (59), თორნიკე ჯანგავაძე (66), ანტონ მამაგეიშვილი (71), ილია გულბათაშვილი და გოგა აფრიამაშვილი (ორივე 75), თორნიკე ძამაშვილი (80), გიორგი ცირეკიძე (85), ლევან ყურფარაშვილი და მათე სოფაძე (ორივე 98), ლევან არაბული და ვასილ იმერლიშვილი (ორივე 130).

 

გუნდს ოთარ ტატიშვილი და ზაზა ჯიბლაძე ხელმძღვანელობდნენ.