საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ქართველების 12 მედალი და 4 ჩემპიონი ხარკოვის საერთაშორისო ტურნირიდან
10:10 | January 21 2017

ხარკოვში თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა,სადაც გიორგი იანტბელიძის და ლაშა ქეთიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 12 მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები კი, ოთხ წონით კატეგორიაში გიორგი ჭოლაძე (42), თორნიკე ქათამაძე (58), გიორგი ელბაქიძე (63) და ელგუჯა ბალანჩივაძე (100) გახდნენ. ვერცხლის მედლები გიორგი გეგელაშვილს (46), ბაჩუკი ქვლივიძეს (50), ბაგრატი გაგნიძეს (69) და აკაკი გოგსაძეს (76) ხვდა წილად, ხოლო მესამე საპრიზო ადგილები ლუკა ქარჩხაძემ (50), ვლადიმერ გამყრელიძემ (54), ლუკა მარიამიძემ (63) და გივი გოგობერიშვილმა (85) დაიკავეს.

 

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისთვის გეგა გეგეშიძის ხელმძღვანელობის პირობებში ჭაბუკთა ნაკრების 12 მედალი პირველი მნიშვნელოვანი წარმატებაა.

 

უკრაინის დამსახურებული მწვრთნელის ლეონიდ დუნაის ხსნოვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი 19-20 იანვარს გაიმართა და მასში საქართველოს გარდა,უკრაინის, გერმანიის მოლდოვის, სომხეთის და რუსეთის ნაკრებებმა მიიღეს მონაწილეობა.

ხვალ, 21 იანვარს, საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში იასპარეზებს.