საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ხინჩეგაშვილი ინდოეთის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია
11:25 | January 19 2017

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ახალისეზონი გამარჯვებით დაიწყო, დღეს, 19 იანვარს ინდოეთში დასრულდა მეორე პროფესიული საკლუბო ჩემპიონატი “Pro Wrestling League” რომლის გამარჯვებულიც ლადო ხინჩეგაშვილის კლუბი „პანჯაპ როიალსი“ გახდა. ფინალში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის კაპიტნობით „არიანაჰამერსი“ 5-4 დაამარცხა და თავად კი პირად შეხვედრაში ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისათვის რევანში აუღო ინდოელ სანდეეპ ტომარსს 3-0.

 

ხინჩეგაშვილმა ინდოეთის ლიგაში სულ 7 შეხვედრა ჩაატარადა 6-ში გაიმარჯვა.

 

ინდოეთის პრო-ლიგა მსოფლიოში არსებულ საკლუბო ჩემპიონატებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტურნირია სადაც მსოფლიოს მრავალი ტიტულოვანი ფალავანი იღებს მონაწილეობას. ტურნირი 2 იანვარს დაიწყო და დღეს დასრულდა.

 

ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოჭიდავეთ ქართველი რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დასახელდა, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ლადო ხინჩეგაშვილს გამარჯვებას ულოცავს და ახალგაზრდა ტიტულოვანი სპორტსმენის მორიგ წარმატებებს ელის.