საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ნაკრებები ირანში "ტახტის თასზე" იასპარეზებენ
03:48 | January 14 2017

18-20 იანვარს ირანის სიდიდით მეორე ქალაქ მეშხედში გაიმართება ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის გოლამრეზა ტახტის რიგით 37-ე ტრადიციული საერთაშორისო თასის გათამაშება თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, პრესტიჟული "ტახტის თასი" ამჯერად განსხვავებული ფორმატით გუნდური პრინციპით კედელი-კედელზე გაიმართება. 

 

თავისუფალ სტილში მონაწილეობას სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, უკრაინის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, მონღოლეთის, საქართველოს ნაკრებები და ირანის რამოდენიმე გუნდი მიიღებს.

 

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კი ერთმანეთს რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, სერბეთის, უნგრეთის, თურქეთის, საქართველოს და ირანის გუნდები დაუპირისპირდებიან.

 

გუნდები ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდებიან (A, B, C, D) და თითოეული ჯგუფის გამარჯვებულები ჯერ ნახევარფინალში და შემდეგ ფინალში გააგრძელებენ ბრძოლას. ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებენ ხოლო ჯგუფში მეორე ადგილზე გასული გუნდები 5-6, მესამე ადგილზე გასულები კი 7-8 და 9-10 ადგილიბესათვის იბრძოლებენ. დაშვება წონაში 2 კგ.

 

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრები დავით ოთიაშვილის და დავით პოღოსიანის ხელმძღვანელობით შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: ოთარ გოგავა (57), ბექა ლომთაძე (61), ზურაბ იაკობიშვილი (65), ლევან ქელეხსაშვილი და გიორგი სანოძე (ორივე 70), ავთანდილ კენჭაძე (74), დავით ხუციშვილი და სანდრო ამინაშვილი (ორივე 86), მამუკა კორძაია (97), გიორგი მეშვილდიშვილი (125).

 

ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების შემადგენლობა: რამაზ სურმანიძე (59), თორნიკე ჯანგავაძე (66), ანტონ მამაგეიშვილი (71), ილია გულბათაშვილი და გოგა აფრიამაშვილი (ორივე 75), თორნიკე ძამაშვილი (80), გიორგი ცირეკიძე (85), ლევან ყურფარაშვილი და მათე სოფაძე (ორივე 98), ლევან არაბული და ვასილ იმერლიშვილი (ორივე 130).

მწვრთნელები: ოთარ ტატიშვილი და ზაზა ჯიბლაძე

მსაჯი: რუსლან დარსანია