საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ჩემპიონატი 23-წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში
05:11 | January 09 2017

დღეს 9 იანვარს, რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა და ხვალ დასრულდება.

 

საქართველოს ჩემპიონატს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის რანგში, პირველად დაესწრო გეგა გეგეშიძე, რომელიც აღნიშნული ფედერაციის პრეზიდენტდ 17 დეკემბერს აირჩიეს. სწორედ მისი ინიციატივითა და გადაწყვეტილებით იმართება, პირველად ამბროლაურის რაიონში ბრძოლა საქართველოს პირველობისთვის. საჭიდაო კლუბში "ფალავანი" ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 200-მდე ახალგაზრდა მონაწილე შეიკრიბა. გახსნის გრანდიოზულ ცერემონიალზე უდიტორიას, სიტყვით სწორედ გეგა გეგეშიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს, რაჭაში ახალი ეპოქა დაიწყო ჭიდაობის დიდი და ძლევამოსილი ოჯახის წარმატებისთვის და ამას ყველა მოჭიდავე ძალიან მალე ნათლად და ხილულად იგრძნობს. მან ასევე რეგიონში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას მოუწოდა რომ რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ სპორტის ამსახეობაში, ვინაიდან ის ჭიდაობის განვითარებაზე მუშაობას სწორედ რეგიონებიდან გეგმავს. საქართველოს ჩემპიონატის 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, ოლიმპიურმა პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რა აკეთოს და სპორტის რომელი სახეობა უნდა აირჩიოს მასტერკლასი ჩაატარა. “ემოციური კავშირი და უწყვეტი კომუნიკაცია აუდიტორიასთან - მოჭიდავის წარმატების მთავარი გარანტია” - აღნიშნა ცნობილმა მოჭიდავემ.

 

ჩემპიონატი ხვალ დასრულდება და გამარჯვებულები მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.