საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - ინდოეთის საკლუბო ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მონაწილეა
12:41 | December 28 2016

2-19 იანვარს ინდოეთი მეორედ უმასპინძლებს პროფესიონალთა საკლუბო ლიგას სადაც 4 ქართველი ფალავანი მიიღებს მონაწილეობას. 

 

პირველი ჩემპიონატი (Pro Wrestling League) შარშან გაიმართა და თავიდანვე მიიქცია ყურადღება თავისი ვარსკვლავრი შემადგენლობით, ორანიზატორებმა ტიტულოვანი სპორტსმენების ყურადღება მაღალი ჰონორარებით მიიქციეს რომელიც ბევრად აღემატებოდა ირანის და გერმანიის ანალოგიურ საკლუბო ჩემპიონატებს.

 

შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული ელიზარ ოდიკაძის და გიორგი საკანდელიძის "მუმბაი გარუდა" გახდა, წელს ორაგნიზატორები კიდევ უფრო მაშტაბური ჩემპიონატის ჩატარებას გეგმავდნენ, კიდევ უფრო მეტი ლეგიონერების მიწვევის და კლუბების 6 იდან 8-მე გაზრდის ხარჯზე, თუმცა ქვეყანაში გართულებულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ ხელი შეუშალა ამ ამბიციური გეგმის განხორციელებას. 

 

კლუბების ფორმირებისათვის გამართულ აუქციონზე ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოჭიდავე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) გახდა, რომელიც შარშანდელის მსგავსად კლუბ "პანჯაბში" იასპარეზებს, ხინჩეგაშვილი 70 580 $-ად იქნება შეფასებული, თუმცა ამ თანხიდან 20% გასადახადებში დაიქვითება, 10% კი საშუამავლო მენეჯერის მომსახურებაში, 69 117$-ად გაიყიდა რუსების წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონი დაღესტნელი მაგომედ კურბანალიევი (70), მასთან ერთად კლუბ "არიანაში" იასპარეზებს კიდევ ერთი დაღესტნელი თანამემამულე აბდუსალამ გადისოვი (97) ვინც 29 411 $-ად შეფასდა.

 

იაკობ მაქარაშვილი (74) და ელიზბარ ოდიკაძე (97) კლუბ "ჯაიპურის" შემადგენლობაში იასპარეზებენ, მაქარაშვილი $ 14,705-ად ხოლო ოდიკაძე $37,500-ად შეფასდა. დავით ტლაშაძე (70) კი დელის შემადნელობაში გამოვა $22,000.

 

ლიგაზე ჯამში 24 ლეგიონერი - 12 ბიჭი და ამდენივე გოგო მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი გუნდური პრინციპით გაიმართება სადაც ინდოეთის 6 კლუბი მიიღებს მონაწილეობას, ისინი ჯამში 18 შეხვდრას გამართავენ კედელი-კედელზე ფორმატით, წინასწარ ეტაპზე გუნდები თითოჯერ შეხვდებიან ერთმანეთს შემდეგ კი საუკეთესოები გააგრძელებენ ბრძოლას ნახევარფინალში და ფინალში.

 

ერთი სამატჩო დაპირისპირება 9 შეხვედრისგან შედგება კაცების და ქალების მონაწილეობით, თავისფალი სტილით მოჭიდავეები 5 კატეგორიაში (57, 65, 70, 74, 97) იქნებიან წარმოდგენილები, ხოლო სუსტი სქესის წარმომადგენლები 4-ში (48, 53, 58 და 75). თითოეულ გუნდს ერთ შეხვედრაში 4 ლეგიონერის წარდგენა შეუძლია - 2 თავისუფალ სტილში და 2 ქალებში. შეხვედრა სამი სამწუთიანი პერიოდისგან შედგება.

 

Freestyle Wrestling
Vladimer Khinchegashvili (57 kg, Georgia) – $ 70.580
Erdenebat Behbayar (57 kg, Mongolia) – $ 23,530
Togrul Asgarov (65 kg, Azerbaijan) – $ 51, 470
Andrew Kwiatkowski (65 kg, Ukraine) – $ 22, 058
Magomed Kurbanaliev (70 kg, Russia) – $ 69.117
Davit Tlashadze (70 kg, Georgia) – $ 22,000
Jabrail Hasanov (74 kg, Azerbaijan) – $ 63.235
Jacob Makarashvili (74 kg, Georgia) – $ 14,705
Levan Azkuy Lopez (74 kg, Cuba) – $ 26.470
Elizbar Odikadze (97 kg, Georgia) – $ 37,500
Abdusalam Gadisov (97 kg, Russia) – $ 29.411
Reineris Salas Perez (97 kg, Cuba) – $ 22.058

 

Women’s Wrestling
Maria Stadnik (48 kg, Azerbaijan) – $ 69.117
Elitsa Yankov (48 kg, Bulgaria) – $ 46.323
Carolina Castillo (48 kg, Colombia) – $ 22.058
Sofia Mattsson (53 kg, Sweden) – $ 61.029
Odunayo Adekoroye (53 kg, Nigeria) – $ 47.058
Betzabet Arguello (53 kg, Venezuela) – $ 22.058
Marwa Amri (58 kg, Tunisia) – $ 36.764
Erica Wiebe (75 kg, Canada) – $ 63.235
Maria Mamaschuk (75 kg, Belarus) – $ 42.647
Jenny Franson (75 kg, Sweden) – $ 36.764
Vasilisa Marzalyuk (75 kg, Belarus) – $ 29, 411
Alina Makhinya (75 kg, Ukraine) – $ 8,823