საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ზვიად პატარიძე და ედიშერ მაჩაიძე - 2016 წლის საუკეთესოები
11:30 | December 27 2016

26 დეკემბერს სასტუმრო „ჰუალინგმა" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ტრადიციულ წლის შემაჯამებელ ღონისძიება 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოვების ცერემონიას უმასპინძლა.

 

ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებმა 2 ნომინაციაში გაიმარჯვეს. წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს 4-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზვიად პატარიძე,  საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში ასევე მეორედ გაიმარჯვა ოლიმპიური კატეგორიის სუპერვაიზერმა რეფერიმ ედიშერ მაჩაიძემ.

 

წლის საუკეთესო სპორტსმენი რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე გახდა, ამავე ნომინაციაში წარდგენილი იყო 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც.

 

1. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ზვიად პატარიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა);

2. საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი და ქალი - ზვიად გოგოჭური (ძიუდო) და ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა);

3. საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - ანდრეი ზინჩენკო (კარატე);

4. საუკეთესო მსაჯი - ედიშერ მაჩაიძე (ჭიდაობა);

5. საუკეთესო სპორტული ფედერაცია - ძიუდოს ეროვნული ფედერაცია;

6. საუკეთესო გუნდი - კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები;

7. საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ანასტასია გოტფრიდი (ძალოსნობა);

8. საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ასანიძე (ძალოსნობა).

 

სპეციალური პრიზები გადაეცათ:

1. საუკეთესო სპორტულ მენეჯერს - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლოზ ჯღარკავას;

2. წლის აღმოჩენას - ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს;

3. საუკეთესო ლეგიონერს - კალათბურთელთა ეროვნული გუნდის კაპიტანს, NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრს ზაზა ფაჩულიას;

4. საუკეთესო ახალგაზრდულ ნაკრებს - მორაგბეთა ახალგაზრდულ ნაკრებს;

5. წლის ბიზნეს კომპანიას - სოკარს; საქართველოს საელჩოს ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში;

6. სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექიმს გიორგი ჭუმბურიძეს, ასევე საქართველოს ოლიმპიური გუნდის სამედიცინო შტაბს ზურაბ კახაბრიშვილის ხელმძღვანელობით.