საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფლების 5 მედალი და გუნდური პირველი ადგილი თურქეთიდან
12:36 | December 26 2016

24-25 დეკემბერს თურქეთის პროვინცია ტოკატში გაიმართა ჰუსეინ აკბასის სახელობის მე-7 საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში სადაც თურქეთის გარდა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუსეთის (დაღესტანი) და უკრაინის გუნდებმაც მიიღს მონაწილეობა. ჩვენმა გუნდმა რომელსაზ ზაზა ვარდიძე ხელმძღვანელობდა ჯამში 5 მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავა.

 

ტურნირის ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი (70) და თედო ებანოიძე (86) გახდნენ, ქელეხსაშვილმა ფინალში თურქი ფათიჰ ილდირიმი დაამარცხა, ებანოიძემ კი გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ალიზადე სარანს მოუგო. 

ვერცხლის მედალი ალექსანდრე გობეჯიშვილმა (97) მოიპოვა,  მესამე საპრიზო ადგილები კი ირაკლი მწითურმა (97) და ლაშა მეშვილდიშვილმა (125) დაიკავეს.