საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიას ტურნირის გამარჯვებულია
10:30 | July 08 2015

16-17 მაისს საბერძნეთში, ქალაქ ოლიმპიაში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალი სტილის მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა (120 კგ) პირველობა არავის დაუთმო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა. ამ შეჯიბრებაზე გენო ერთადერთი ქართველი მოჭიდავე იყო ვისაც მწვრთნელად ემზარ ბედინეიშვილი ახლდა. ქართველმა ფალავანმა სულ 3 შეხვედრა გამართა რუმინელი ალექსანდრე რომანოვი 11-1, ყაზახი მამედ იბრაგიმოვი 10-4 და ფინალში მექსიკელი გარსი მენდესი 10-0 დაამარცხა.

იხილეთ ფოტოალბომი