საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია
12:28 | December 19 2016

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის მანძილზე თამაზ (გეგა) გეგეშიძე უხელმძღვანელებს. 

 

სასტუმრო რედისონში 17 დეკემბერს გამართულ ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე 74 დელეგატი შეიკრიბა. მათ არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ.


ფარული კენჭისყრის შემდეგ, გეგეშიძემ 46 ხმა მიიღო, ფედერაციის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ მანუჩარ კვირკველიას 24-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ესტატე გოგლიჩიძეს – მხოლოდ 3-მა.


"გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად რომელმა კანდიდატმა მოიგო. მთავარია, რომ საჭიდაო ოჯახმა გაიმარჯვა. ქართული ჭიდაობის წინსვლისთვის ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ. აღორძინება კი რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ. სიამოვნებით ვითანამშრომლებ მანუჩარ კვირკველიასთან, თუკი მას ამის სურვილი ექნება» - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.


"ვულოცავ ახალ პრეზიდენტს გამარჯვებას და დავეხმარები ჩემს მიერ დაწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანასა და განხორციელებაში" - აღნიშნა მანუჩარ კვირკველიამ