საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

2016 წლის შედეგების შეფასება
10:26 | December 15 2016

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის არსებობის მანძილზე 2016 წელი ერთ-ერთი  ყველაზე წარმატებული გამოდგა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში მიმდინარე წელს ქართველმა მოჭიდავეებმა ჯამში 266 მედალი - 92 ოქრო, 64 ვერცხლი და 110 ბრინჯაო მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებებმა კი მთელი რიგი ისტორიული გამარჯვებები მოუტანეს ქართველ გულშემატკივრებს. 

 

ისტორიაში პირველად!

 

მარტში რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რევაზ მინდორაშვილის თავისუფალი სტილით ნაკრები კი  პირველად გახდა გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული.

 

ნოემბერში თავისუფალთა ნაკრებმა პირველად მოიგო ევროპის ერთა თასი, ფინალში მოქმედი ჩემპიონი რუსეთის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა 6-2, ასევე პირველად მოიპოვა ჩვენმა ნაკრებმა ლოს-ანჟელესში მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი.


ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა მარტში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ჯიბლაძის ხელმძღვანელობით 3 ოქროს, 2 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი და პირველად მოიპოვა გუნდური პირველი ადგილი.

 

თურქეთის ქალაქ იზმირში გამართული ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირზე გოგონათა ნაკრებიდან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა თამარ ხოჯაშვილმა (52), რომელიც პირველი ქართველი გოგონა გახდა ვინც საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

 

სექტემბერში საქართველომ პირველად უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ჭაბუკებს რომელიც თბილისში ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა, რომლის ორგანიზებაც უმაღლეს დონეზე შეფასდა, საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 


ზაზა სილაგაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ახალგაზრდულმა ნაკრებმა წელს მორიგი ტრიუმფალური გამარჯვებები მოიპოვა. შარშანდელის მსგავსად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი, ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიურ თამაშებზე ჭიდაობის ფედერაცია ყველაზე მეტი 11 ლიცენზიანტით იყო წარმოდგენილი. ოლიმპიურ გუნდს ყველაზე მეტი მედალი კი ჭიდაობის ნაკრებმა მოუტანა.
ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ვინც 4 წლის წინ ლონდონში აღებული ვერცხლის მედალი ოქროთი შეცვალა.
ბრინჯაოს მედალები მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ მოიპოვეს. ერთი გამარჯვება დააკლდა ბრინჯაომდე ელიზბარ ოდიკაძეს.

 

ევროპის ჩემპიონატი 2016 თავისუფალი ჭიდაობა

 

8-10 მარტი; ლატვია, რიგა
ჩემპიონი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61კგ), გენო პეტრიაშვილი (125კგ)
II ადგილი: დავით ტლაშაძე (70კგ)
III ადგილი: იაკობ მაქარაშვილი (74კგ), დავით მარსაგიშვილი (86კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97კგ)

 

გუნდური პირველი ადგილი: 1. საქართველო (59) 2. რუსეთი (54) 3. უკრაინა (51) 

 

მთავარი მწვრთნელი: რევაზ მინდორაშვილი მწვრთნელები: დავით პოღოსიანი, არჩილ ქიტიაშვილი, ალექსანდრე კახნიაშვილი

 

ევროპის ჩემპიონატი 2016 თავისუფალი - 23-წლამდელები 

 

29-31 მარტი; ბულგარეთი, რუსე
ჩემპიონი: გენო პეტრიაშვილი (125კგ)
II ადგილი: ირაკლი მწითური (86კგ)
III ადგილი: შოთა ფარტენაძე (61კგ), დავით ბუზიაშვილი (70კგ), გივი მაჭარაშვილი (97კგ)

 

გუნდური ჩათვლა: 1. რუსეთის (64) 2. საქართველო (54) 3. თურქეთი (51)

 

მთავარი მწვრთნელი: ემზარი ბედინეიშვილი უფროსი მწვრთნელები: ოთარ თუშიშვილი და გოჩა კირკიტაძე

 

ევროპის ჩემპიონატი 2016 თავისუფალი - ახალგაზრდები 

 

25-26 ივნისი; რუმინეთი, ბუქარესტი
II ადგილი: რობერტ დინგაშვილი (55კგ), გივი მაჭარაშვილი (96კგ)
III ადგილი: შმაგი თოდუა (60კგ), გიორგი სულავა (66კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (74კგ), მექი სიმონია (84კგ), ზურაბ ურთაშვილი (120კგ)

 

გუნდური ჩათვლა: 1. რუსეთის (78) 2. საქართველო (64) 3. აზერბაინანი (55)

 

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გოგშელიძე უფროსი მწვრთნელები: დავით ოთიაშვილი, გელა საღირაშვილი და კობა კაკალაძე

 

ევროპის ჩემპიონატი 2016 თავისუფალი - ჭაბუკები 

 

19-20 ივლისი; შვედეთი, სტოკჰოლმი
III ადგილი: გიორგი ელბაქიძე (58კგ)

 

არაოლიმპიური მსოფლიო ჩემპიონატი 2016 თავისუფალი

 

10-11 დეკემბერი, უნგრეთი, ბუდაპეშტი

II ადგილი: ბექა ლომთაძე (61)

 

მსოფლიო ჩემპიონატი 2016 თავისუფალი - ახალგაზრდები ​

 

2-3 სექტემბერი; საფრანგეთი, მაკონი
III ადგილი: შმაგო თოდუა (60კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (74კგ)

 

მსოფლიო ჩემპიონატი 2016 თავისუფალი - ჭაბუკები 

 

16-18 სექტემბერი; თბილისი, ახალი სპორტის სასახლე
ჩემპიონი: მირიან მაისურაძე (76კგ)
III ადგილი: გიორგი გეგელაშვილი (42კგ), თორნიკე ქათამაძე (58კგ)

 

მთავარი მწვრთნელი: გიორგი იანტბელიძე
უფროსი მწვრთნელები: ლაშა ქეთიშვილი, კახაბერ დობორჯგინიძე და თენგიზ კიკაბიძე

 

მსოფლიო თასი 2016 თავისუფალი

 

11-12 ივნისი, ლოს-ანჟელესი, აშშ

1. ირანი 2. რუსეთი 3.  საქართველო

 

ევროპის ერთა თასი 2016 თავისუფალი

 

18-19 ნოემბერი: ბუქარესტი, რუმინეთი

1. საქართველო 2. რუსეთის 3. უკრაინა

 

ევროპის ჩემპიონატი 2016 ბერძნულ-რომაული

 

11-13 მარტი; ლატვია, რიგა
ჩემპიონი: ზურაბ დათუნაშვილი (75კგ)
II ადგილი: რობერტ კობლიაშვილი (85კგ)
III ადგილი: შმაგი ბოლქვაძე (66კგ)

 

მთავარი მწვრთნელი: ბეგი დარჩია
უფროსი მწვრთნელები: ოთარ ტატიშვილი, ჯემალ ბაკურიძე და აკაკი ჩაჩუა.

 

ევროპის ჩემპიონატი 2016 ბერძნულ-რომაული 23-წლამდელთა ნაკრები 

 

26-27 მარტი; ბულგარეთი, რუსე
ჩემპიონი: გელა ბოლქვაძე (75კგ), ლაშა გობაძე (80კგ), იაკობ ქაჯაია (130კგ)
II ადგილი: თორნიკე ჯანგავაძე (66კგ), კუკური კირცხალია (98კგ)
III ადგილი: რამაზ ზოიძე (71კგ)

 

გუდური პირველი: 1. საქართველო (63) 2. უნგრეთი (43) 3. აზერბაიჯანი (38)

 

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ჯიბლაძე, უფროსი მწვრთნელები: ვაჟა-ბოძაშვილი და ოთარ ტატიშვილი.

 

ევროპის ჩემპიონატი 2016 ბერძნულ-რომაული - ახალგაზრდები 

 

21-22 ივნისი; რუმინეთი, ბუქარესტი
ჩემპიონი: ნუგზარ წურწუმია (50კგ), რამაზ ზოიძე (66კგ), ზვიად პატარიძე (120კგ)
II ადგილი: ლევან ქავჟარაძე (60კგ), გიორგი მელია (96კგ)
III ადგილი: დავით ჩხარტიშვილი (55კგ)

 

გუნდური პირველი: 1. საქართველო (62) 2. რუსეთი (50) 3. აზერბაიჯანი  (48)

 

მთავარი მწვრთნელი: ზაზა სილაგაძე
უფროსი მწვთნელები: მუხრან მაჭუტაძე, ოთარ ფევაძე და გიორგი ჯინჭველაშვილი.

 

ევროპის ჩემპიონატი 2016 ბერძნულ-რომაული - ჭაბუკები

 

23-24 ივლისი; შვედეთი, სტოკჰოლმი
ჩემპიონი:
გიორგი შოთაძე (50კგ)
II ადგილი: ირაკლი ძიმისტარაშვილი (54კგ)
III ადგილი: გიორგი ჩხიკვაძე (42კგ), ოთარ აბულაძე (54კგ), ლერი აბულაძე (58კგ), ქერიმ მაჩალიკაშვილი (63კგ), გიორგი ქაცანაშვილი (85კგ), საბა ცეცხლაძე (100კგ)

 

გუნდური ჩათვლა: 1. რუსეთი 2. საქართველო 3. სომხეთი

 

მთავარი მწვრთნელი: დავით ბედინაძე
მწვრთნელები: გურამ ცალუღელაშვილი, ვაჟა კრავეიშვილი, მამუკა სულთანიშვილი

 

მსოფლიო ჩემპიონატი 2016 ბერძნულ-რომაული - ახალგაზრდები

 

30-31 აგვისტო; საფრანგეთი, მაკონი
ჩემპიონი: დავით ჩხარტიშვილი (55კგ), რამაზ ზოიძე (66კგ), გიორგი მელია (96კგ), ზვიად პატარიძე (120კგ)
III ადგილი: ნუგზარ წურწუმია (50კგ)

 

გუნდური პირველი: 1. საქართველო (51) 2. რუსეთი (40) 3. აზერბაიჯანი  (34)

 

მთავარი მწვრთნელი: ზაზა სილაგაძე
უფროსი მწვთნელები: მუხრან მაჭუტაძე, ოთარ ფევაძე და გიორგი ჯინჭველაშვილი.

 

მსოფლიო ჩემპიონატი 2016 ბერძნულ-რომაული - ჭაბუკები 

 

13-14 სექტემბერი; თბილისი, ახალი სპორტის სასახლე
ჩემპიონი: გიორგი შოთაძე (50კგ), ლერი აბულაძე (54კგ)

 

მთავარი მწვრთნელი: დავით ბედინაძე
მწვრთნელები: გურამ ცალუღელაშვილი, ვაჟა კრავეიშვილი, მამუკა სულთანიშვილი

 

მსოფლიო ჩემპიონატი 2016 ბერძნულ-რომაული - ვეტერანები

 

23-25 სექტემბერი: ფინეთი, სეინაიოკი

ჩემპიონი: ზურაბ წიქარიძე (97)
III ადგილი: მალხაზ გოგოლაძე (63), ბადრი ანთაძე (85), გელა გელაძე (76), ესტატე გოგლიჩიძე (130) და თამაზ გოგელია (130) 

 

ოლიმპიური თამაშები 2016 

 

14-21 აგვისტო: ბრაზილია, რიო დე ჟანეირო

ოქრო: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57)

ბრინჯაო: შმაგი ბოლქვაძე (66) და გენო პეტრიაშვილი (125)

 

საერთაშორისო ტურნირები თავისუფალი ჭიდაობა - ყველა ასაკში

 

პარიზის გრან-პრი

ალექსანდრ მედვედის თასი

პეტრო სირაკოვის და ივან ილიევის მემორიალი

ფრეიდენფელდსის თასი

იო-2016 ევროპის სალიცენზიო ტურნირი

აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასი

რიო-2016 მსოფლიოს პირველი სალიცენზიო ტურნირი 

ანკარა "ჩემპიონები"

მაჰმუტ ატალაის და იაშარ ერკანის მემორიალი

სტეპან სარგსიანი თასი

პუნე მაიორსის თასი

ჰეიდარ ალიევის ოქროს გრან-პრი

დინმუხამედ კუნაევის თასი

მსოფლიოს საკლუბო თასი

 

საერთაშორისო ტურნირები ბერძნულ-რომაული - ყველა ასაკში

 

ვები ემრეს და ჰამიდ ყაფლანის მემორიალი

გამოჩენილ უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა XX მემორიალი

ავსტრიის ღია პირველობა

პეტრო სირაკოვის და ივან ილიევის მემორიალი

ფრეიდენფელდსის თასი

იო-2016 ევროპის სალიცენზიო ტურნირი

რიო-2016 მსოფლიოს პირველი სალიცენზიო ტურნირი 

აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასი - ჭაბუკები

აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასი - ახალგაზრდები

მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი

რიო-2016 მსოფლიო მეორე სალიცენზიო ტურნირი

მაჰმუტ ატალაის და იაშარ ერკანის მემორიალი

ესპანეთის გრან-პრი

თემო ყაზარაშვილის სახელობის ტურნირი

ბოლატ ტორლუხანოვის მემორიალი

მსოფლიო უნივერსიადა

ჰეიდარ ალიევის ოქროს გრან-პრი

 

საერთაშორისო ტურნირი - გოგონები

S. Rusu, Ioan W. Popovici and G. Berceanu, V. Iorga

მაჰმუტ ატალაის და იაშარ ერკანის მემორიალი