საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბექა ლომთაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
06:02 | December 10 2016

10-11 დეკემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე არაოლიმპიური წონით კატეგორიებში საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების წევრმა ევროპის თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძე (61) ვერცხლის მედალი მოიპოვა..

 

საფინალო გზაზე ქუთაისელმა ფალავანმა 4 მეტოქე ჩამოიშორა, ყირგიზ ადილეტ მამატევს 2:23 წუთში წმინდად მოუგო, მომდევნო შეხვედრაში მოლდაველი ანდრეი პერპელიტა 5-2 დაამარცხა, 1/4 ფინალში კი საფრანგეთის წარმომადგენელ იური სიემაკინს ქულების აშაკარა უპირატესობით 12-2 სძლია, ნახევარფინალში ჩვენებურმა აზერბაიჯანელების დაღესტნელი ფალავანი ახმედნაბი გვარზატილოვი დაძაბულ ბრძოლაში 12-11 დაამარცხა, ფინალში კი ამერიკელ ლოგან სტიებერთან 4-8 დათმო შეხვედრა და საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ერთადერთი მედალი მოუტანა.

 

შეგახსენებთ რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე  ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ და ქალთა ჭიდაობაში ორ-ორი არაოლიმპიური კატეგორიის ფალავნები ასპარეზობდნენ, რადგან ქალებში მონაწილე არ გვყავდა მხოლოთ ვაჟებში 4 ფალავანით ვიასპარეზეთ.

 

ბრინჯაოს მედალმდე ერთი გამარჯვება დააკლდა ბერძნულ-რომაული სტილით ნიკოლოზ კელასოვს (80) ვისაც დებიუტი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე, გადამწყვეტ შეხვედრაში ბოლო საეჭვო გაფრთხილების ხარჯზე დამარცხდა უზბეკ იონიბეკ ოტაბეკოვთან 1-1, ძირითად ბადეში ჩვენებური პირველივე წრეში დამარცხდა მომავალ ჩემპიონი რამაზა აბაჩარევთან 3-5, დამამშვიდებელ წრეში კი რუმინელი გეორგ მარიე და აზერბაიჯანელი რაფიგ ჰუსეინოვი ერთნაირი ანგარიშით 2-1 დაამარცხა.

 

მედლის გარეშე დაასრულეს ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მინდია წულუკიძემ (71) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ტლაშაძემ (70) ორივე ფალავანი მეორე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას, წულუკიძემ თავდაპირველად ფინელი ტერო ჰალმესმაეკი 2-1 დაამარცხა შემდეგ კი თავად დათმო შეხვედრა აზერბაიჯანელ ჰასან ალიევთან 1-3. ტლაშაძემ პირველ შეხვედრაში კანადელ კაილ ჰორვასს იოლად სძლლია 8-0, მომდევნო წრეში კი 1-4 დამარცხდა ამერიკელ ჯეიმს გრინთან.

 

თავისუფალი სტილით ნაკრებს დავით პოღოსიანი, ალეკო კახნიაშვილი და არჩილ ქიტიაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

 

ბერძნულ-რომაულ ნაკრებს კი  რევაზ ლაშხი, აკაკი ჩაჩუა და ჯემალ ბაკურიძე.